ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი (AI) წარმოადგენს ინტერნეტისა და  ყველა სახის, მომავლის ციფრული მოწყობილობებისა და აპლიკაციების განვითარებისათვის აუცილებელ საკვანძო ტექნოლოგიას. დიდი რაოდენობის მონაცემების, ასევე მაღალი შესრულების მაჩვენებლის მქონე გამოთვლითი სისტემებისა და ქსელების საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფონზე, ხელოვნური ინტელექტი დამატებით ავტონომიურობას მატებს ყველა ტიპის ფიზიკურ და ვირტუალურ საგნებს და კარს უხსნის ინოვაციებისა და შესაძლებლობების ახალ ტალღას. ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს მნიშნელოვანი სექტორების ტრანსფორმირებას დაწყებული მონაცემთა ანალიზით, ვებ-პლატფორმებით და დამთავრებული უმძღოლო მანქანებითა და სახლის, სავადმყოფოების, ფერმების, ფაბრიკებისა და ქარხნებისთვის განკუთვნილი ახალი თაობის რობოტებით დამთავრებული.

აღნიშნული კონკურსის გამოწვევაა ეკონომიკასა და საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის სრულად გამოყენება. შესაბამის დარგში, ევროპის სამეცნიერო და ტექნოლოგიების სიძლიერეზე დაყრდნობით, კონკურსით მხარდაჭერილი აქტივობებმა უნდა გააძლიეროს ყველა სექტორის ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობა, მათ შორის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და არა-ტექნოლოგიური  ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობაც. საპროექტო წინადადებით დაფინანსებული აქტივობები ასევე უნდა დაეხმაროს სოციალური გამოწვევების გადაჭრას (მაგალითად, დაბერება, ტრანსპორტი, ა.შ.).

კონკურსის ფოკუსი კეთდება ხელოვნური ინტელექტის  კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების სქემის მიმართულებით, სადაც ევროპის მასშტაბით, კოლაბორაციულ მუშაობა ცვლილების მომტანი იქნება აღნიშნულ სფეროში მსოფლიოში არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე. შესაბამისად, აღნიშნული კონკურსის ამბიციაა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და რესურსები გახდეს ხელმისაწვდომი ყველა სექტორში მომუშავე დეველოპერებისა და ინოვატორებისთვის. ასევე, კონკურსის მიზანია უზრუნველყოს  მომხმარებელთა ფართო საზოგადოების, მათ შორის არა-ხელოვნური ინტელექტის (non-AI) ექსპერტების ჩართულობა.

კონკურსის ფარგლები:

ევროპის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის (AI-on-Demand Platform) საბოლოო მიზანი ევროპის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე საზოგადოების მობილიზებაა, რათა მათ დახმარება გაუწიონ ბიზნესს და ყველა დანარჩენ სექტორს, ხელოვნური ინტელექტის წარმატებით გამოყენებაში, ბაზარზე ზეგავლენის შექმნის მიზნით, ექსპერტული ცოდნის, ალგორითმების და ინსტრუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა უნდა:

  • ასრულებდეს ცენტრალური ადგილის ფუნქციას, სადაც დაგროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ცოდნა, ალგორითმები და ინსტრუმენტები;
  • დაეხმაროს ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ მომხმარებლებს და ხელი შეუწყოს აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას;
  • ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და რესურსებისათვის (როგორებიცაა, HPC, cloud computing) საჭირო არსებული მონაცემთა პორტალების ურთიერთკავშირს.
  • დეტალური ინფორმაციის სანახავად, იმის შესახებ თუ რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს კონკურსით გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა გადადით ამ ბმულზე.

კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.

კონკურსის საიდენტიფიკაციო კოდი: H2020 – ICT-26: Artificial Intelligenceკონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.

საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადა – 2018 წლის 17 აპრილი, 17:00:00 ბრიუსელის დროით;

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია მოცემულია სამუშაო პროგრამის: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C;

ხოლო საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები, პროცედურები, ქულები და გადასალახი ზღვარი მოცემულია სამუშაო პროგრამის H ნაწილში.

საპროექტო წინადადების წარდგენის სტანდარტული შაბლონი

თვითშეფასების დოკუმენტი

პროექტისთვის მაქსიმალური მოსათხოვნი თანხა  €20.000.000

კონსორციუმის ზომა მინიმუმ 3 პარტნიორზე მეტი; სასურველია 8 და მეტი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმის შექმნა;

შემადგენლობა, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საჯარო და კერძო სექტორი (ინდუსტრია, კომპანიები).

კონკურსის ინგლისურენოვანი ვერსია.