ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი

ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI) მსოფლიოში უმსხვილესი საჯარო-კერძო პარტნიორობაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, რომელიც კონკურსის წესით, აფინანსებს ჯანდაცვის სფეროში კვლევებსა და ინოვაციებს. ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI) არის ევროკავშირისა (წარმოდგენილი ევროკომისიის სახით) და ევროპის ფარმაცევტულ ინდუსტრიას (წარმოდგენილი EFPIA, ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ევროპული ფედერაციის სახით) შორის თანამშრომლობა. IMI2 პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3,3 მილიარდ ევროს 2014-2020 წწ პერიოდში.

IMI-ს, კერძოდ, მეორე ეტაპის (IMI2, 2014-2020) მიზანია ახალი თაობის ვაქცინების, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების, მაგალითად: ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება.

ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI) წარმოადგენს თანამშრომლობას ევრო კავშირისა და ევროპის ფარმაცევტულ მრეწველობას შორის. პერსონალიზებული მედიცინის განვითარების და მათზე პაციენტების წვდომის გაუმჯობესების მიზნით, IMI ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას კვლევების ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, განსაკუთრებით, არარეალიზებული სამედიცინო საჭიროებების შემთხვევებში.

IMI -ს მისიაა ჯანმრთელობის გაუმჯობესება ინოვაციური მედიკამენტების განვითარების და მათზე პაციენტების წვდომის დაჩქარების გზით, განსაკუთრებით, არარეალიზებული სამედიცინო და სოციალური საჭიროებების შემთხვევებში. ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ კვლევებში სხვადასხვა მონაწილის თანამშრომლობის ხელშეწყობა, როგორიცაა: უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, ფარმაცევტული და მრეწველობის სხვა დარგები, მცირე და საშუალო მეწარმეები (SME), პაციენტთა ორგანიზაციები და წამლის მარეგულირებელი უწყებები.

IMI-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უზრუნველყოფს ევროპელებისა და, მათ შორის, სულ უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანისათვის ეფექტური და რაციონალური მედიკამენტებისა და მკურნალობის მეთოდების მიწოდებას. ინდუსტრიის სექტორებს შორის კოორდინირებას შედეგად მოჰყვება მეტად საიმედო, მზარდი, წარმატებული კლინიკური კვლევები და გაუმჯობესებული რეგულაციები. ახალ მომსახურებებსა და პროდუქტებზე დაყრდნობით, კვლევები და ინოვაციური ძალისხმევა განაპირობებს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს. IMI2-ში ჩართული კვლევითი, მრეწველობის და სოციალური სექტორები სარგებელს მიიღებენ ამ პროექტების ფარგლებში თანამშრომლობითა და ცოდნის გაზიარებით.

ინოვაციური მედიცინის ინიციატივის ფარგლებში გამოცხადდა მე-13 კონკურსი, ქვემოთ მოცემულ თემებზე:

პროექტების წარდგენის დედლაინია 2017 წლის 15 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის წესებთან დაკავშირებით მიმართეთ ინოვაციური მედიცინის ინიციატივის საკონტაქტო პირს საქართველოში, მაია რუხაძე, maiarukhadze@gmail.com, (+995) 577495995, ვებ გვერდი: www.imi-georgia.ge