ხელოვნება, რომელიც სტიმულს აძლევს ინოვაციას

ტექნოლოგიების როლის ზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში უზარმაზარ პოტენციურ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენი საზოგადოებისთვის. ხელოვანებს შეუძლიათ ამ პოტენციალის სრულად ამოქმედება. ხელოვან ადამიანებს წვლილი შეაქვთ კაცობრიობასა და ტექნოლოგიებს შორის უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციების სტიმულირებაში, არასწორხაზოვანი კომპეტენციებისა და არასტანდარტული აზროვნების დახმარებით.

S+T+ARTS=STARTS (science+technology+ARTs-STARTS) პროგრამის გამოწვევა დაკავშირებულია მეცნიერებასთან, ტექნოლოგიასა და ხელოვან ადამიანებთან, და მიმართულია ინდუსტრიასა და საზოგადოებაში ინოვაციების უკეთ გამოყენებისკენ, იმგვარად, რომ მოხდეს ხელოვანი ადამიანების ჩართვა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროექტებში, რათა მათ, არატრადიციული ხელოვნებით შთაგონებული ხერხები შემოგვთავაზონ ინდუსტრიული/საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოიკვლიონ არაკონვენციური ხელოვნებით-ინსპირირებული გადაწყვეტილებები და ხერხები.

 

კონკურსის ფარგლები:
აღნიშნული საკონკუროს თემა ხელს შეუწყობს ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინოვაციებს ევროკავშირის კვლევისა და ინსტიტუციების პროექტებში, ხელოვანი ადამიანების/არტისტების კვლევით კონსორციუმებში ჩართვის გზით.

აღნიშნული კონკურსის კოორდინაციისა და დახმარების დაფინანსების სქემის (CSA) მიზანია, შეიქმნას STARTS ეკოსისტემა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ევროკავშირის/საერთაშორისო კვლევისა და ინოვაციების პროექტებში არსებულ სახელოვნებო/შემოქმედებითი და ინოვაციეიების თვალსაზრისით, რელევანტურ ასპექტებს, რის შედეგადაც ხელოვანი და შემოქმედებითი ადამიანები ინოვაციების ცენტრში მოექცევიან. საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებული დავალებები უნდა მოიცვდეს

(1) საუკეთესო პრაქტიკის ანალიზსა და დანერგვას, რომელშიც მოიაზრება კვლევებსა და ინოვაციებში ხელოვანი ადამიანების ჩართულობას;

(2) ღონისძიებების მოწყობას;

(3) ხელოვანებისა და ტექნოლოგების შეხვედრებისთვის ონლაინ სივრცის გამოყოფას; (3) ხელოვნებისა და ტექნოლოგიური კოლაბრაციის იმ შედეგების პრეზენტირებას გამოფენებზე, რომლებიც მეტისმეტად ხილვადია ხელოვნების სამყაროსა და ინდუსტრიაში;

(4) ევროკავშირის კვლევის ჯგუფებისთვის დახმარებას, რათა მათ შეძლონ ისწავლონ შემოქმედებითი, ხელოვნებასა და დიზაინზე ორიენტირებული აზროვნება, ინოვაციებისადმი სტრატეგიული მიდგომის სახით.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ აერთ მილიონ ევროს ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებებს, რომლებიც შემოსულია აღნიშნული კონკურსის კოორდინაციისა და მხარდაჭერის დაფინანსების სქემის ქვეშ, შეუძლიათ აღნიშნულ კონკურსში დასახული გამოწვევის გადაჭრა. თუმცა, ევროკომისია არ გამორიცხავს უფრო ნაკლები ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების მიღებას. აღნიშნული სქემის ქვეშ დაფინანსდება მაქსიმუმს ერთი საპროექტო წიანდადება 3 წლის ხანგრძლივობით.

მოსალოდნელი შედეგი:
ინდუსტრიისა და საზოგადოებისთვის დამატებითი ღირებულების დემონსტრირება იმისა, რომ ხელოვანი ადამიანების ჩართულობას რა წვლილის შეტანა შეუძლია რადიკალურად ახალი პროდუქტების, სერვისებისა და პროცესების განვითარებაში.

ნიშნის (სიგნალის) მიმცემი ეფექტი, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კონკრეტული ინდუსტრიული და საზოგადოებრივი გამოწვევების გადაწყვეტისთვის, ხელოვნებით მიღებულ გადაწყვეტილების, ხელოვნებით-ნაკარნახევი და მომხმარებელზე-ორიენტირებული პროდუქტების და სერვისების გამოყენებას.

ეფექტური სამუშაო მოდელები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებისა და ტექნოლოგიების კოლაბორაციას ხელი შეუწყოს ინოვაციურ პროცესებს კვლევებში, ინდუსტრიასა და საზოგადოებაში.

STARTS ეკოსისტემის მუშობის გაძლიერება ინდუსტრიის, ტექნოლოგიის, კვლევის, საბოლოო-მომხმარებლების, სოციალურად დაინტერესებული მხარეებისა და ხელოვნების სამყაროს ჩართულობით, რომელიც ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მიზნებს ხელოვნების სამყაროსთან აერთიანებს და შესაბამისობაში მოჰყავს.

 

გამჭოლი პრიორიტეტები
სოციო-ეკონომიკური მეცნიერება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

 

მონაწილეობის წესებთან დაკავშირებული საკითხები

აღნიშნული კონკურსი ერთ ეტაპიანია.

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2018 წლის 17 აპრილი, 17:00:00 ბრიუსელის დორით.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A

საპროექტო წინადადების მიღებისა და შეფასებაზე დაშვების პირობები მოცემულია: ნაწილი B და ნაწილი C

საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: ნაწილი H

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ინგლისურენოვანი ვერსიის ბმულზე.

საპროექტო წინადადებების შეფასების და საგრანტო შეთანხმების გაფორმების ვადები:

ერთ საფეხურიანი შეფასების შედეგებზე ინფორმაციას აპლიკანტი ორგანიზაცია მიიღებს საბუთების წარდგენის ბოლოვადიდან, მაქსიმუმ, 5 თვეში.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა: საპროექტო წინადადების წარდგენიდან მაქსიმუმ 8 თვეში.

საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი.

საპროექტო წინადადების თვით-შეფასების ფორმა.