მოქალაქის მეცნიერების კვლევა და მხარდაჭერა

მოქალაქის მეცნიერება (Citizen Science) სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ყველა სამეცნიერო დისციპლინაში, ჰუმანიტარული მეცნიერების ჩათვლით. მოქალაქის მეცნიერებას გააჩნია პოტენციალი, მრავალფეროვანი სარგებელი მოუტანოს როგორც მკვლევარებს, ისე მოქალაქეებს, პოლიტიკის განმახორციელებლებსა და ზოგადად საზოგადოებას. მაგალითად, მას შეუძლია დააჩქაროს, რიგ შემთხვევაში, შესაძლებელი გახადოს ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნა. მოქალაქის მეცნიერებას შეუძლია გაზარდოს მეცნიერების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერება. მოქალაქის მეცნიერებას შეუძლია, დაეხმაროს პოლიტიკის გამტარებლებს რეგულაციების შესაბამისობისა და მათი განხორციელების მონიტორინგში. მას შესწევს გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება მეცნიერების შესახებ და გაზარდოს მიმდინარე პოლიტიკის მიმართებით ერთობლივი მფლობელობის შეგრძნება. მას შეუძლია ხელი შეუწყოს, მოვლენებთან მიმართებაში უფრო სწრაფ და ფაქტებზე დაყრდნობილ რეაქციების ჩამოყალიბებას.

 

ამასთან, არსებობს სირთულეების მოქალაქის მეცნიერების ინიციატივების შექმნაზე ისეთი მიმართულებით როგორიცაა, ოპტიმალური მეთოდოლოგიების, ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგების ვალიდაცია;  სხვადასხვა მართველობითი დონეების ერთმანეთთან დაკავშირება – დაწყებული ადგილობრივი, დამთავრებული გლობალური მართველობის დონეებით; მოქალაქეების (მიუხედავად მათი წარმოშობის, გენდერისა თუ ასაკისა) დაბალანსებული მონაწილეობის უზრუნველყოფა; მეთოდებისა და მონაცემების მთლიანობის ხელშეწყობა; მოქალაქის მეცნიერების ინიციატივებში მონაწილე მოქალაქეთა შრომის აღიარება; ასევე, თვეებისა თუ წლების განმავლობაში დიდი რაოდენობის მოხალისეთა მართვა, მოტივაციის შენარჩუნება და მათ კითხვებზე პასუხების გაცემის თვალსაზრისით.

 

საზოგადოების განვითარებისათვის, მოქალაქის მეცნიერების პოტენციალის შესახებ ბევრი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. მაგალითად, რამდენია მოქალაქე მეცნიერების პოტენციური რაოდენობა? რა არის მოქალაქის მეცნიერების ხარჯი და სარგებელი? (სამეცნიერო გამორჩეულობისა და ეკონომიკის კონტექსტში?) რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს და აქვს მოქალაქის მეცნიერებას არაფორმალურ და ფორმალურ მეცნიერების შესახებ განათლებასთან? და ა.შ.

 

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მოქალაქის მეცნიერება უნდა გაგებული იყოს ფართოდ, და უნდა მოიცავდეს მონაწილეობის სხვადასხვა დონეების ფართო სპექტრს, იქნება ეს მეცნიერების შესახებ საჯარო ცნობიერების ამაღლება, სამეცნიერო პროცესებში, მონაცემთა იდენტიფიცირება, შეგროვება და გადამუშავება, მოქალაქეების მონაწილეობის ხელშეწყობა, თუ სამეცნიერო დღის წესრიგის შედგენასა თუ მეცნიერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის თანა-შემუშავება და განხორციელებაში ჩართულობა. მოქალაქის მეცნიერებას შეიძლება ასევე გულისხმობდეს შედეგების გამოქვეყნებას და მეცნიერების სწავლებასაც.

კონკურსის  შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

გამჭოლი პრიორიტეტები
სოციო-ეკონომიკური მეცნიერება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
ღია მეცნიერება
გენდერი
საერთაშორისო თანამშრომლობა
პასუხისმგებლიანი კვლევები და ინოვაციები

 

კონკურსი ერთ ეტაპიანია.

ორი არჩევითი დაფინანსების სქემა:
კვლევისა და ინოვაციის აქცია
მხარდაჭერისა და კოორდინაციის აქცია;

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2018 წლის 10 აპრილი, 17:00:00 ბრიუსელის დორით.

 

მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების შესახებ ინფორმაცია: Annex A

მონაწილეობის წესებთან დაკავშირებული საკითხები: Annex B და Annex C

საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: Annex H

საპროექტო წინადადებების შეფასების და საგრანტო შეთანხმების გაფორმების ვადები:

ერთ საფეხურიანი შეფასების შედეგებზე ინფორმაციას აპლიკანტი ორგანიზაცია მიიღებს საბუთების წარდგენის ბოლოვადიდან, მაქსიმუმ, 5 თვეში.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა: საპროექტო წინადადების წარდგენიდან მაქსიმუმ 8 თვეში.

საპროექტო წინადადების მოსამზადებელი დოკუმენტები:
სპეციფიური დებულებები და დაფინანსების ტარიფები;
საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი.

საპროექტო წინადადების სტანდარტული თვით-შეფასების ფორმა.
საგრანტო შეთანხმება ზოგადი მოდელის დოკუმენტი
ანოტირებული საგრანტო შეთანხმების დოკუმენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ინგლისურენოვანი ვერსიის ბმულზე.