სამოგზაურო საგრანტო კონკურსი მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და დამწყები მკვლევრებისთვის

2018 წლის 12-17 აგვისტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში, დაგეგმილია გოლდშმიტის საერთაშორისო კონფერენციის გამართვა. გოლდშმიტის კონფერენცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს გეოქიმიის სპეციალისტებისთვის. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორები არიან გეოქიმიის საზოგადოება და გეოქიმიის ევროპული ასოციაცია.

 

კონფერენციაში მონაწილოების მიზნით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულია სამოგზაურო გრანტების კონკურსის დაბალი, საშუალოზე-დაბალი, ასევე მაღალი-საშუალო შემოსავლის ქვეყნების სტუდენტებისა და დამწყებ ეტაპზე მყოფი მეცნიერებისთვის.

სამოგზაურო გრანტის კონკურსზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მარტი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმიდან რომელიმეს, მაშინ მიმართეთ ამ საგრანტო კონკურსს:

  • დაბალი, დაბალი-საშუალო შემოსავლის ქვეყნების სტუდენტები და დამწყებ ეტაპზე მყოფი მეცნიერები ბიოქიმიის მიმართულებით;
  • ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების სტუდენტები, ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის დაფინანსების სხვა წყაროები, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად;

აპლიკანტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების  და საგრანტო აპლიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გადადით ამ ბმულზე Goldschmidt conference.

განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ამ ბმულს: https://goldschmidt.info/2018/grants