კვლევითი ინფრასტრუქტურის მიმართულებით პოლიტიკური და საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებები

მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი კვლევითი ინფრასტრუქტურას ცენტრალური ადგილი უჭირავს კვლევის, განათლებისა და ინოვაციის სამკუთხედში. კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიაში მოღვაწე ათი ათასობით მკვლევარს საშუალებას აძლევს, განავითაროს ინოვაციური იდეები, პროდუქტები და სერვისები, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ევროპის კონკურენტუნარიანობის ზრდას, და მეორე მხრივ, ევროპის კონტინენტის წინაშე მდგარი საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრას. თუმცა თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის არსებობის უზრუნველყოფა დაკავშირებულია ევროპის კვლევით სივრცეში მრავალ-მილიარდიან ინვესტიციასთან.

 

წინამდებარე კონკურსში აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ გაიწეროს პირობები ეფექტური ინვესტიციისთვის და მოხდეს ევროპული ინტერესის მქონე კვლევითი ინფრასტრუქტურების გამოყენების ოპტიმიცაზია.

კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მნიშნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ჰორიზონტი 2020 პროგრამის მესამე ქვეყნებსა და რეგიონებში მდებარე საკვანძო პარტნიორებთან, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანნი არიან მსოფლიო დონის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების, ექსპლოატაციისა და მართვის თვალსაზრისით.

წინამდებარე კონკურს აქვს საპროექტო წინადადებების შეტანის ორი ვადა – 2018 და 2019.

საპროექტო წინადადება უნდა პასუხობდეს ქვემოთ მოცემული ქვეთემებიდან რომელიმეს.

2018 წლის კონკურსის ქვეთემები:
ა) კვლევისა და ინოვაციის აქტივობა: SESAME: საერთაშირისო კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა

ბ) კოორდინაციისა და მხარდაჭერის აქტივობა: არსებული „ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურის კონსორციუმის“ ქსელის გაძლიერება; ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა; კვლევითი ინფრასტრუქტურების სერვისების კატალოგის შემუშვება; კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპული სტრატეგიული ფორუმის მხარდაჭრა; e-ინფრასტრუქტურის სამუშაო ჯგუფის (e-IRG)-ს მხარდაჭერა.

2019 წლის კონკურსის ქვეთემები:
ა) კოორდინაციისა და მხარდაჭერის აქტივობა: თანამშრომლობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებთან, კვლევითი ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონალური და ბი-რეგიონალური თანამშრომლობის პრიორიტეტების იდენტიფიკაციის მხარდაჭერის მიზნით და ა.შ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ბმულზე: Policy and international cooperation measures for research infrastructures