ევროკავშირი-ა.შ.შ-ს თანამშრომლობა განვითარებული უსადენო პლატფორმების მიმართულებით

ევროკავშირი და ა.შ.შ.-ს ნაციონალური სამეცნიერო ფონდი (NSF) ცდილობენ გადაჭრან მე-5 თაობის (5G) შემდგომ პერიოდში,  პროგრესულად განვითარებული უსადენო კვლევების წინაშე მდგარი გამოწვევები.

კონკურსში წარდგენილი საპროექტო წინადადებ(ები)ა ითვალისწინებს ა.შ.შ-ს NSF-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩართულ ორგანიზაციებთან დამეგობრებას, ე.წ. twinning-ს მოწინავე უსადენო საკომუნიკაციო ტექნოლოგების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ბმულზე:

EU-US Collaboration for advanced wireless platforms

კონკურსი ერთ ეტაპიანია.

დაფინანსების სქემა: მხარდაჭერისა და კოორდინაციის აქცია;

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2018 წლის 17 აპრილი, 17:00:00 ბრიუსელის დორით.

 

მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების შესახებ ინფორმაცია: Annex A

მონაწილეობის წესებთან დაკავშირებული საკითხები: Annex B და Annex C

საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: Annex H

საპროექტო წინადადებების შეფასების და საგრანტო შეთანხმების გაფორმების ვადები:

ერთ საფეხურიანი შეფასების შედეგებზე ინფორმაციას აპლიკანტი ორგანიზაცია მიიღებს საბუთების წარდგენის ბოლოვადიდან, მაქსიმუმ, 5 თვეში.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა: საპროექტო წინადადების წარდგენიდან მაქსიმუმ 8 თვეში.

საპროექტო წინადადების მოსამზადებელი დოკუმენტები:
სპეციფიური დებულებები და დაფინანსების ტარიფები;
საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი.

საპროექტო წინადადების სტანდარტული თვით-შეფასების ფორმა.
საგრანტო შეთანხმება ზოგადი მოდელის დოკუმენტი
ანოტირებული საგრანტო შეთანხმების დოკუმენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ინგლისურენოვანი ვერსიის ბმულზე.