მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია

ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია (Individual Fellowship (IF) კარგი არჩევანია, თუ თქვენ ხართ გამოცდილი მკვლევარი და გსურთ თქვენი კვლევითი კარიერის გაუმჯობესება უცხოეთში აკადემიური საქმიანობის განხორციელებით.  

არსებობს ორი ტიპის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია:

• ევროპული კვლევითი სტიპენდია;

• გლობალური კვლევითი სტიპენდია;

 

ევროპული კვლევითი სტიპენდია

მონაწილეობა შეუძლიათ:

• მკვლევრებს, რომლებსაც სურთ კვლევითი მივლინებით გადაადგილება ევროპის ქვეყნების შორის, ან რომლებიც ცხოვრობენ ჰორიზონტი2020 პროგრამის მესამე ქვეყნებში და სურთ ევროპაში კვლევითი საქმიანობა;

• მკვლევრებს, რომლებსაც სურთ კვლევითი კარიერის განახლება დეკრეტული შვებულებით ან არა-კვლევითი საქმიანობით გამოწვეული პაუზის შემდეგ;

• ევროპის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ევროპელ მკვლევრებს,რომელბსაც სურთ ევროპაში (ჰორიზონტი 2020 პროგრამის ქვეყნებში) დაბრუნება და ახალი კვლევითი თანამდებობების პოვნა.

ევროპული კვლევითი სტიპენდიის მოპოვებისათვის მასპინძელი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ან ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ რომელიმე ქვეყანა.

სტიპენდიის ხანგრძლივობა ერთიდან ორ წლამდეა.

 

გლობალური კვლევითი სტიპენდია

მონაწილეობა შეუძლიათ:

• ევროკავშირის წევრი და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყების  მოქალაქე მკვლევრებს და ეხმარება მათ კვლევითი თანამდებობის პოვნაში ევროპის ფარგლებს გარეთ;

• სტიპენდიის ხანგრძლივობაა ორიდან სამ წლამდე;

• მკვლევარი ბრუნდება და ერთ წელს ატარებს ევროკავშირის ქვეყნასა და/ან ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყანაში მდებარე იმ ორგანზიაციაში, რომლიდანაც გაემგზავრა ამ კვლევით მივლინებაში.

კვლევითი სტიპენდიის ორივე ტიპი ითვალისწინებს სამიდან ექვს თვემდე სამუშაო მივლინებებს (ე.წ. Secondments), ევროპის  რომელიმე სხვა ორგანიზაციაში.

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სტიპენდიისათვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია  5 პანელზე.

  • გლობალური სტიპენდია
  • სტანდარტული ევროპული სტიპენდია
  • საზოგადოება და საწარმოს პანელი
  • რეინტეგრაციის პანელი
  • კარიერის ხელახლა დაწყების პანელი

თქვენი კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შეგიძლიათ 5-დან ერთ ერთი პანელის შერჩევა და მასში განაცხადის გაკეთება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აღნიშნული აქტივობა განკუთვნილია გამოცდილი მკვლევარებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

აპლიკანტებს, კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადის თარიღისათვის, უნდა ჰქონდეთ დოქტორის ხარისხი ან მინიმუმ, 4 წლის სრული-განაკვეთით კვლევითი მუშაობის გამოცდილება.

 

რას აფინანსებს ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია?

მარი სკლოდოვსკა კიურის კვლევითი სტიპენდიები გაიცემა მეცნიერების ყველა დისციპლინაში და ფინანსდება კვლევის ყველა სფერო.

 

რას ფარავს აღნიშნული სტიპენდია?

გრანტი ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას:

  • ცხოვრების, მგზავრობისა და ოჯახთან დაკავშირებულ ხარჯებს;
  • ტრენინგებს, პროფესიული კავშირების დამყარების ხარჯებს; 
  • კვლევის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებს.
  • პროექტის მართვისა და არაპირდაპირ ხარჯებს.

ევროკავშირის გრანტის მიმღებია მასპინძელ ორგანიზაცია (ევროპაში მდებარე უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრი ან კომპანია).

სტიპენდიის ფინანსური ასპექტები

სტიპენდიანტის ყოველთვიური ფინანსური ხარჯები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

მკვლევარის  ხარჯი ევროებში

 ადამიანი/თვე

ინსტიტუციური ხარჯი ევროებში

 ადამიანი/თვე

ცხოვრების თანხა

 

მობილობის თანხა ოჯახის  თანხა კვლევის, ტრენინგის და კავშირების დამყარების ხარჯები მენეჯმენტის და არაპირდაპირი ხარჯები
4,880 600 500 800 650


როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

საპროექტო წინადადება, მათ შორის თქვენი CV წარდგენილი უნდა იყოს ევროკომისიის მონაწილეთა პორტალზე.

საპროექტო წინადადება მომზადებული უნდა იყოს მასპინძელ დაწასებულებასთან ერთობლივად.

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სტიპენდიის საპროექტო წინადადების მოსამზადებელი სხვა დოკუმენტების ბმული Templates

საპროექტო წინადადების განაცხადის გასაკეთებლად გადადით ამ გვერდზე:

APPLY HERE

რჩევებისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი მიმართულების ეროვნულ საკონტაქტო პირებს და Research Inquiry Helpdesk-ს.