ევროპული კვლევების საბჭოს გრანტით დაფინანსებული პროექტი ეძებს პროტესტის კულტურული მეხსიერების შესწავლის მიმართულებით მომუშავე დოქტორანტს

ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) გრანტით დაფინანსებული პროექტი „ევროპის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების კულტურული მეხსიერება – სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერების შექმნა (ReAct)“ ეძებს პროტესტის კულტურული მეხსიერების შესწავლის მიმართულებით მოღვაწე დოქტორანტურის სტუდენტს.

ევროპის კვლევითი საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტი – ReAct: „ევროპის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების კულტურული მეხსიერება – სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერების შექმნა“ ხორციელდება (ICON) და ნიდერლანდებში, უტრეხტის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში.

კვლევითი პროექტის ფარგლებში, კვლევით ჯგუფში უკვე ჩართულია 2 დოქტორანტი  და 2 პოსტ-დოქტორანტი პირი, ხოლო ვაკანტურია 1 დოქტორანტურის სტუდენტის ადგილი. აღნიშნულ ადგილზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აპრილი.  უპირატესობა მიენიჭება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და თურქეთიდან შესულ განაცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ 1000 სიტყვამდე კვლევითი წინადადება. წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ რეალური შესაძლებლობა, ჩაატარონ ერთობლივი აკადემიური კვლევა  კულტურული მეხსიერების შესწავლის სფეროში.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ: ReAct