ერთობლივი კვლევის ცენტრის ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში მკვლევართა გადამზადების კონკურსი

მეცნიერთა გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) სამეცნიერო ლაბორატორიებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურებზე წვდომას უხსნის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყნების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ აკადემიურ სექტორში, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებში. 

ევროკომისიი ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ გამოცხადებულია „ერთობლივი კვლევის ცენტრის ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში მკვლევართა გადამზადების კონკურსი“, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 3 ივნისი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:   JRC Nanobiotechnology Laboratory

ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენელ მკვლევრებსა და მეცნიერებისთვის, გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი კვლევის ცენტრის ბაზაზე არსებულ კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომის გახსნა აღნიშნული ცენტრის სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მეცნიერებსა და ტექნიკოსებს შესაძლებლობა ექნებათ, გადამზადდნენ შემდეგ დარგებში:

  • ქიმია;
  • ბიომეცნიერებები/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  • ზუსტი მეცნიერებები;
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • პროგნოზირება.