ანონსი: ჰორიზონტი 2020-ის „საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე“

2015 წლის 5 აგვისტოს, ოთხშაბათს, 10 საათზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020”-ის„საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე“. შეხვედრას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე  და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია.

შეხვედრა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, მკვლევარების და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის გამოცდილების გაზიარებას.

გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდეთ (გამოაგზავნოთ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საკონტაქტო ინფორმაცია) შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com .  ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.

ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16:00 სთ, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2015 .

შეხვედრის ადგილი: დიმიტრი უზნაძის 52,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში.