Horizon 2020: გამოქვეყნდა 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამების პროექტები

გამოქვეყნდა ჰორიზონტი 2020-ის 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამების პროექტები 18  მიმართულებით.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ სამუშაო ვერსიას, რომლებიც არ არიან ევროკომისიის მიერ დამტკიცებული. ევროკომისიის მიერ სამუშაო პროგრამის ტექსტების დამტკიცება იგეგმება 2015 წლის ოქტომბერში. მათი დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტები ოფიციალურად გამოქვეყნება. მხოლოდ დამტკიცებულ სამუშაო პროგრამა არის იურიდიული ძალის მქონე.

სამუშაო პროგრამაში დეტალურად არის მოცემული 2016-2017 წლების პერიოდში ინფორმაცია პროგრამის პრიორიტეტების შესახებ, ასევე მოცემულია ამ პერიოდში დაგეგმილი კონკურსების მოკლე მონახაზი.

სამუშაო პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მსურველებს დროულად დაიწყონ 2016-2017 წლებში გამოსაცხადებელი კონკურსებისთვის მზადება.