ევროკომისიამ დაამტკიცა 16 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა

ევროკომისიამ დაამტკიცა 16 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა, რაც გულისხმობს მომავალი 2 წლის მანძილზე დაახლოებით 600-მდე თემატიკაზე 63 კონკურსის გამოცხადებას.

16 მილიარდიანი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიმართული იქნება ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური მიზნების მიღწევისაკენ. შესაბამისად, ერთი მილიარდი ევრო გამოიყო მწარმოებელი ინდუსტრიების განსაახლებლად; 1.5 მილიარდი ევრო განისაზღვრა მკვლევრების გადამზადებაზე, ხოლო 232 მილიონი ევრო ჭკვიანი ქალაქების კვლევებზე.

2016 წლისთვის დაახლოებით 1.7 მილიარდი ევრო გამოყოფილია ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით დასაფინანსებელ 1000-მდე საგრანტო პროექტზე, ხოლო 114 მილიონი ევრო განსაზღვრულია 2 წლის მანძილზე უმძღოლო სატრანსპორტო ტექნოლოგიის განვითარებაზე.

სულ მცირე 8 მილიონი ევრო ჩაიდება ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების გაზრდაზე, რაც გულისხმობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაბანდისა და ადამიანთა ვაჭრობის დროულ გამოვლინებასა და პრევენციას. 27 მილიონი ევრო გამოყოფილია ახალი ტექნოლოგიებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულისა და ტერორიზმის პრევენციას; ხოლო 15 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპაში მიგრაციის ნაკადების წარმომშობ მიზეზებსა და ზეგავლენის შესახებ კვლევების წარმართვაზე.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამების პროექტები განთავსებული იყო ევროკომისიის ვებგვერდზე გასული თვის განმავლობაში. ევროკომისიას სამუშაო პროგრამების პროექტების შინაარსში ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა კონკურსების ბიუჯეტებსა და დროის განრიგში მცირედი შესწორებები განახორციელა.

აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას დასჭირდა 18 თვე – პირველი 6 თვე დაეთმო მკვლევარებსა და ლობისტებს შორის მოსაზრებების გაცვლას და დისკუსიებს, შემდგომი 6 თვე მიმდინარეობდა კონსულტაციები წევრ სახელმწიფოებთან, ხოლო დანარჩენი დრო მოხმარდა პირველი ორი პერიოდის განმავლობაში შეთანხმებული საკითხების შეჯერებას.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014-2015 წლების სამუშაო პროგრამებით გათვალისწინებულ საგრანტო კონკურსებზე მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – ევროკომისიაში 65 ათასზე მეტი საპროექტო წინადადება შევიდა.

მოკლე სურათი თუ როგორ გადანაწილდა ფული:

„ბრწყინვალე მეცნიერების“ სვეტი
ჰორიზონტი 2020-ის სამუშო პროგრამა 2016-2017 (მილიონ ევროში)
2016 2017
კონკურსების რაოდენობა ბიუჯეტი კონკურსების რაოდენობა ბიუჯეტი
„ბრწყინვალე მეცნიერების“ სვეტი
ევროპული კვლევების საბჭო – ERC 5 €1650.9 €1650.9
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები 5 €756.5 5 €839.5
მომავლის ტექნოლოგიები 4 €228.2 3 €162.8
კვლევითი ინფრასტრუქტურა 5 €229.5 5 €284.5
„ინდუსტრიული ლიდერობის“ სვეტი
ICT
3
€476.5
2
€611.5
ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია და წარმოება
2
€279.8
2
€308/4
კოსმოსი
2
€87.7
3
€94.0
რისკ-
ფინანსებთან
წვდომა
1
კონკურსი+
ფინანსური ინსტრუმენ
ტები
€2.5 + 335.0
ფინანსური ინსტრუმენ
ტები
€412.2
ინოვაცია SMEs-ში (არ შედის ევროსტარი)
2
€382.0
2
€412.5
„სოციალური გამოწვევების“ სვეტი
ჯანმრთელობა, დემოგრაფიული სოციალური ცვლილება და კეთილდღეობა 1 €343.0 1 €315.3
სურსათის უვნებლობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ტყე, საზღვაო და ზღვის და შიდა წყლების კვლევები და ბიო-ეკონომიკა
4
€340.5
4
€375.0
უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია
2
€448.7
2
€468.6
ჭკვიანი, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი
3
€352.6
3
€403.5
კლიმატის აქტივობები, გარემოს დაცვა, რესურსების ეფექტურობა და ნედლი მასალები
1
€142.9
1
€183.1
ევროპა ცვლად სამყაროში – ინკლუზიური, ინოვაციური და მოაზროვნე საზოგადოება
4
€98.0
4
€114.2
უსაფრთხო საზოგადოებები
3
€196.8
3
€196.3
დამატებითი კონკურსები
ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება 1 €90.8 1 €111.4
მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის
1
€44.0
1
€54.6
მკვეთი აქტივობები
3
€577.5
3
€462.5

კონკურსების ფორმატი:
2016-2017 წლების კონკურსებიც უმეტესწილად 2-ეტაპიანი სისტემით ჩატარდება. 2-ეტაპიანი კონკურსების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მალევე მოხდეს გამარჯვებულებისა და დამარცხებულების გამიჯვნა, ისე რომ ნაკლები დრო და ფული დაიხარჯოს არამომგებიან განაცხადებზე.

ევროკომისია ჩაატარებს ერთ ეტაპიან კონკურსებს იმ კონკურსებისთვის, რომელიც ნაკლებად პოპულარულია. იმ კონკურსებზეც, სადაც განაცხადების შეტანის მაჩვენებელი მაღალია, 2-ეტაპიანი პროცედურა იმოქმედებს.

მაგალითისთვის, ჰორიზონტი 2020-ის ადმინისტრატორები არ ელოდებიან განაცხადების ნიაღვარს „ინკლუზიური საზოგადოებების“ მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებში, ამდენად, ამ მიმართულებით კონკურსი ერთ ეტაპიანი იქნება, ხოლო SME ინსტრუმენტი თუ ნანოტექნოლოგიების მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებზე იმოქმედებს განაცხადების 2-ეტაპიანი სისტემა.