• როგორ დავრეგისტრირდეთ და შევიდეთ მონაწილეთა პორტალზე? რა არის ECAS ანგარიში?
მონაწილეთა პორტალზე წვდომა დამოკიდებულია ECAS ანგარიშის ქონაზე. აბრევიატურა ECAS იშიფრება, როგორც ევროკომისიის ავტორიზაციის სერვისი. ECAS ანგარიშში შესვლით მომხმარებელს ეძლევა წვდომა მონაწილეთა პორტალის (და ევროკომისიის სხვა საინფორმაციო სისტემების) ყველა პერსონალიზირებული მომსახურებაზე.
• მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მაქვს მითითებული ჩემი მომხმარებლის სახელი და პაროლის კომბინაცია, სისტემა მაინც არ მიშვებს ანგარიშზე. როგორ მოვიქცე?
სწორი დომეინი გაქვთ მონიშნული ECAS-ში შესასვლელ გვერდზე? მომხმარებელმა, რომელიც არ არის ევროკომისიის წარმომადგენელი, უნდა მონიშნოს „External” დომეინი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დომეინი შესასვლელ გვერდზე (მოძებნეთ „use a different domain” ბმული, შესასვლელი გრაფის ქვემოთ) ან პირდაპირ გადადით ECAS domain selection page-ზე და ხელახლა სცადეთ შესვლა. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს cookies ფუნქცია ჩართული უნდა გქონდეთ ვებ-ბრაუზერში.
• ECAS-ში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, არ მიმიღია ელექტრონული ფოსტით შეტყობინება. როგორ მოვიქცე?
დაუკავშირდით თქვენს IT დეპარტამენტს და შეამოწმეთ ავტორიზაციის სერვისიდან გამოგზავნილი ელ-ფოსტა სათაურით „თქვენი პაროლი“ მეილის სერვერზე ე.წ. „რიგში“ ხომ არ დგას?
ამ პრობლემას შეიძლება ადგილი ქონდეს, თუ თქვენი ელ-ფოსტა ამ შეტყობინებას „სპამად“ აღიქვამს. თხოვეთ თქვენს IT ადმინისტრატორს ამოიღოს ecas-admin@ec.europa.eu ან ec.europa.eu დომეინი სპამის ფილტრიდან.
თუ ეს მაინც არ გადაჭრის თქვენს პრობლემას, მაშინ გთხოვთ, მიყევით ამ ბმულზე მითითებულ ინსტრუქციას, რათა უფლებამოსილმა დახმარების ჯგუფმა შეამოწმოს თქვენი ECAS-ის ანგარიში.
• ვცადე პაროლის შეცვლა ECAS-ის გვერდზე „Change password” მითითებულ ბმულზე ან მოვითხოვე დავიწყებული პაროლის აღდგენა ECAS-ის „Forgotten your password” ბმულზე. მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლის სახელის ან ჩემი ელ-ფოსტის მისამართი შეყვანის შემდეგ, არ მიმიღია ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინება ჩემი პაროლის ინიციალიზირების შესახებ.
ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა იყოს ECAS-ში არასწორი დომეინის გამოყენება, მაშინ როცა ცდილობთ ახალი პაროლის მიღებას. თქვენი დომეინი უნდა იყოს „External”.
დაეკონტაქტეთ IT დეპარტამენტს და შეამოწმეთ ავტორიზაციის სერვისისგან მიღებული საფოსტო მისამართიდან: ECAS-ADMIN@EC.EUROPA.EU, მიღებული ელექტრონული შეტყობინება სათაურით „ECAS პაროლის ინიციალიზება“ თქვენს საფოსტო სერვერზე ე.წ. „რიგში“ ხომ არ არის მოხვედრილი.
ამ პრობლემას შეიძლება ადგილი ქონდეს, თუ თქვენი ელ-ფოსტა ამ შეტყობინებას „სპამად“ აღიქვამს. თხოვეთ თქვენს IT ადმინისტრატორს ამოიღოს ecas-admin@ec.europa.eu ან ec.europa.eu დომეინი სპამის ფილტრიდან.
თუ ეს არ გადაჭრის თქვენს პრობლემას, მაშინ გთხოვთ მიყევით ამ ბმულზე მითითებულ ინსტრუქციას, რათა უფლებამოსილმა დახმარების ჯგუფმა შეამოწმოს ECAS-ის ანგარიში.
• რატომ არ შემიძლია პირდაპირ მონაწილეთა პორტალიდან გამოვიდე?
როდესაც მონაწილე შესულია (logged-in) პორტალზე, იგი იყენებს ECAS-ის ერთიან შესასვლელ ტექნოლოგიურ მომსახურებას. სისტემიდან გამოსასვლელად: 1. მონიშნეთ „Logout” და 2. დახურეთ ყველა ინტერნეტ ფანჯარა.
• როგორ შემიძლია ჩემი ელ-ფოსტის მისამართის შეცვლა ECAS-ში?
თუ თქვენ შესული ხართ ECAS-ში, მარტივად, გადადით თქვენი მომხმარებლის დეტალების გვერდზე, შემდეგ მონიშნეთ ჩემს პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შეტანა (Modify my personal data) და შეიყვანეთ თქვენი ახალი მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი e-mail-ის ველში.
• ელ-ფოსტის მისამართის შეცვლა შესაძლებელი არ არის მათთვის, ვინც ე.წ. იურიდიული პირის დანიშნული წარმომადგენლის (LEAR)-ის ფუნქციას ასრულებს.
LEAR-ებს შეუძლიათ ელ-ფოსტის მისამართის შეცვლა მხოლოდ ბენეფიციართა რეესტრში მონაწილეთა პორტალზე, „my organization” (ჩემი ორგანიზაცია) სათაურის ქვეშ, მას შემდეგ რაც ECAS-ში შევლენ. აქედან LEAR-ი ატყობინებს ვალიდაციის სერვისებს მათთვის შეტყობინების გაგზავნით. ახალი ელ-ფოსტის მისამართი LEAR-ისთვის გამოიწვევს ახალი ECAS ანგარიშის შექმნას, რაც გულისხმობს ახალი PIN კოდის მიღებას.