შეუძლიათ თუ არა-ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება?

SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოს (SME) ან საშუალო და მცირე საწარმოებისგან (SMEs) შემდგარ კონსორციუმს.

თუმცა, სხვა ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს (SMEs) შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ქვე-კონტრაქტორის სტატუსით.