Horizon 2020-ის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი თემაზე „სურსათის სისტემები და წყლის რესურსები ინკლუზიური, მდგრადი და ჯანმრთელი ევროპა-ხმელთაშუაზღვის საზოგადოებების განვითარებისათვის“.
მზარდი დემოგრაფიული, სოციო-ეკონომიკური და კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნიან ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მდგრად განვითარებას. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის დარგის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს სასურსათო პროდუქციის წარმოებაზე მზარდ მოთხოვნას, წყლის დეფიციტისა და სხვადასხვა სექტორის შორის წყლის რესურსის გამოყენებაზე მზარდი კონკურენციის ფონზე.
აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად, საჭიროა, რეგიონული მასშტაბით, ჩატარდეს კარგად კოორდინირებული კვლევა, რათა მოინახოს ინოვაციური გადაჭრის გზები მდგრადი სასურსათო პროდუქციის წარმოებისა და წყლის გამოყენების მიმართულებით. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კვლევისა და ინოვაციების პარტნიორობის თემაზე მომზადებულ დასკვნაში, ევროკავშირის საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ზემოაღნიშნული გამოწვევის დასაძლევად მყარი, გრძელვადიანი და მდგრადი ჩარჩოს შექმნის აუცილებლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამფლობელობის, ინტეგრაციის, ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე ხმელთაშუა ზღვის აუზის ორივე მხარის ქვეყნებს შორის. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მონაწილე ქვენების მხრიდან კარგად სტრუქტურირებული თანამშრომლობა, აუცილებელია, მომზადეს საფუძველი, რაც გულისხმობს სასურსათო პროდუქტებისა და წყლის შესახებ სხვადასხვა მიმდინარე ერთობლივი პროგრამების ინტეგრაციას ბევრად უფრო ფართო მასშტაბის მქონე ერთიან პროგრამაში, რომელსაც ექნება მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და განსახორციელებელი აქტივობები.
მოსალოდნელი შედეგი/გავლენა
პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს:
- სასურსათო პროდუქტებისა და წყლის შესახებ კვლევითი პროგრამების კოორდინაციას, გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელშიც ჩართულნი იქნებიან კვლევითი ფონდები, უნივერსიტეტები, სამინისტროები თუ ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარე ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ორივე მხრიდან ;
- ფრაგმენტაციისაკენ მიმართული ტენდენციის შემცირებას და კოლექტიური მფლობელობის გაძლიერებას;
- კონსულტაციებს და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობების გამართვას;
- ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით სტრუქტურული და შედეგზე ორიენტირებული პროგრესის მხარდაჭერას;
- მონაწილე ქვეყნების ინოვაციური პოტენციალის გამოვლენას წყლის მენეჯმენტისა და სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით;
- გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბების გამარტივებას, უზრუნველყოფილი იქნება რა შესაბამისი დაფინასება მონაწილე ქვეყნებისგან.
აღნიშნული აქტივობა პირდაპირ ისახავს მიზნად, ხელი შეუწყოს კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ბაზის შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხარდაჭერას. ამასთან, იმ მესამე ქვეყნებთან თანამიმდევრული და ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოების აღმასრულებელი სააგენტოს (EASME) შემადგენლობაში.
კონკურსი საკოორდინაციო და მხარდაჭერის აქტივობების ტიპისას და შედგება ერთი ეტაპისაგან. საპროექტო წინადადების შეტანის ბოლო ვადა – 2016 წლის 26 იანვარი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ 2 მილიონ ევრომდე საფინანსო კონტრიბუციის თხოვნის მქონე საპროექტო წინადადებებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სხვა თანხებზე მოთხოვნის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენას ევროკომისიაში და მათ შერჩევას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონკურსის ბმულზე.