ავსტრიული კომპანია ეძებს პარტნიორს

კვლევითი გამოცდილების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალიზაციის მქონე ავსტრიული ორგანიზაცია ეძებს პარტნიორს ჰორიზონტი 2020-ის  ინდუსტრიული ლიდერობის სვეტის ქვეშ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად:

 SYNYO GmbH, წამყვანი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ვენაში, ავსტრია, გახლავთ დამოუკიდებელი კვლევის, ინოვაციისა და ტექნოლოგიის ცენტრი, რომელიც იკვლევს, ახორციელებს და ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს, ბიზნეს და სოციალური გამოწვევების შესაბამისად.  SYNYO-ს ინტერდისციპლინარული გუნდი კონცენტრირებულია, საზოგადოებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანხვედრის უზრუნველსაყოფად, რათა შეიმუშავოს გონივრული მექანიზმები მოქალაქის, მომხმარებლის თუ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. SYNYO-მ შეიმუშავა და განახორციელა ბევრი თანამედროვე კონცეფცია ეროვნული თუ საერთაშორისო კომპანიებისთვის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტებისთვის. SYNYO-ს აქვს ფართო კონტაქტები, არის მრავალი ინტერნეტ ქსელების და სამეცნიერო გაერთიანებების წევრი, ფლობს განახლებულ ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, გადაწყვეტების, მეთოდოლოგიების შესახებ.

 SYNYO-ს ფართო გამოცდილება აქვს ადგილობრივ კვლევით თუ ევროპული დონის პროექტებთან თანამშრომლობის მხრივ. EP7 და H2020 ფარგლებში, SYNYO კოორდინაციას უწევს დამწყებ პროექტებს, თანამშრომლობს სხვა ინტერდისციპლინარულ კონსორციუმებთან,  მჭიდროდ ურთიერთობს პარტნიორებსა და კლიენტებთან, მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით. პრაქტიკაზე, დარგ(ებ)ზე, ინდუსტრიულობასა და ხარისხზე კონცენტრირებული მიდგომებით, SYNYO მხარს უჭერს კონსტრუქციულ საკომუნიკაციო ურთიერთგაცვლის კულტურას, რაც ფუნდამენტურია გადაწყვეტილებებისას ბიზნესში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში.

SYNYO ამჟამად ეძებს პარტნიორ ორგანიზაციებს, Horizon2020 და სხვა საერთაშორისო პროგრამული დაფინანსებების ფარგლებში  გამომგონებლური ინიციატივების კუთხით. კვლევასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საზოგადოებრივ ინტერესებთან მორგებაზე კონცენტრირებული  SYNYO-ს ინტერდისციპლინარული გუნდი სპეციალიზებულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა სისტემური დიზაინი, პროგრამული ინჟინერია, მონაცემთა დამუშავება, ასევე ინტერდისციპლინარული კვლევა და სწავლებაზე დაფუძნებული ანალიზი.

SYNYO-ს მოტივირებული გუნდი, რომელიც შედგება აკადემიური სპეციალისტებისგან, მუშაობს საზოგადოებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა მონაცემთა ანალიზი და ინფორმაციული ვიზუალიზაცია, სოციალური პროგრამირება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ჭკვიანი აპლიკაციები, დამხმარე გარემო და მომავლის ტექნოლოგიები. დამატებით,  SYNYO-ს აქვს დიდი გამოცდილება პროექტების მართვაში, დროული გავრცელების მექანიზმებში. ორგანიზაცია, ამჟამად, 5 საერთაშორისო პროექტს უწევს კოორდინაციას (Graffolution, UrbanData2Decide, iCareCoops, FutureTDM და SciChallenge) და ცდილობს, გააფართოვოს თავისი კვლევების გავრცელების არეალი Horizon2020-ში მონაწილეობის გზით. ამასთან, კოორდინაციას უწევს ერთ ეროვნული დონის პროექტს, IMOPOL+, რომელიც დაკავშირებულია iMobiliti-სთან, ტექნოლოგიების, კონცეფციებისა და გადაწყვეტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

SYNYOს მიზანია, აქტიურად ჩაერთოს, როგორც მკვლევარი და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განმავითარებელი პარტნიორი, ახალ საპროექტო შეთავაზებებში, რომელიც ეხმიანება თანამედროვე სოციალურ გამოწვევებს.

Horizon 2020-ის ფარგლებში პროექტზე თანამშრომლობის მიზნით, შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტი პოტენციურ პარტნიორთან. SYNYO-ს ორგანიზაციული პროფილის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ  ამ ბმულზე 

 1435257658_pdf  Research Experience and ICT Skills for H2020 Food Security and the Bioeconomy

 1435257658_pdf  FOOD SECURITY, SUSTAINABLE AGRICULTURE, FORESTRY, MARITIME RESEARCH AND THE BIOCONOMY

 1435257658_pdf  INFORMATION AND COMMUNICATION TECHNOLOGIES