კონკურსი: ახალგაზრდების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების მრავალმხრივი პლატფორმა

უთანასწორობის დამარცხებისა და სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი თემაზე: “ახალგაზრდების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების მრავალმხრივი  პლატფორმა“

დღესდღეობით, ბავშვები და ახალგაზრდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის განხორციელების, გადაწყვეტილების მიღების თუ  ციფრული დღის წესრიგის შემუშავების პროცესში. ბავშვები და ახალგაზრდები ინტერნეტ და ონლაინ სერვისების მომხმარებელ ყველაზე დიდ სეგმენტს წარმოადგენენ, რაც თავისთავად საჭიროებს იმის უზრუნველყოფას, რომ მათ ჰქონდეთ ისეთი სანდო და შესაფერისი გარემო პირობები რაც გამოადგებათ ციფრულ საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ონლაინ გარემო სწრაფად ცვალებადია, ამიტომ საჭიროა ისეთი ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც დაგვეხმარება დავადგინოთ და გავიგოთ ახალგაზრდა თაობის საჭიროებები.

ევროპაში ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ სივრცე დისკუსიების წარმართვისთვის,  დაინტერესებულ მხარეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობისთვის ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს გარეთ, არამედ სჭირდებათ ინსტრუმენტები საკუთარი კვლევის დღის წესრიგის ფორმირებისათვის. ასევე სჭირდებათ ჰქონდეთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. საჭიროა ინოვაციური კვლევის ისეთ მეთოდების შემუშავება, რაც გააძლიერებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, აქტიური როლი ითამაშონ კვლევებში. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა განხორციელდეს ისეთი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ, ვინც დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ან სოციალური გარიყვის საფრთხის წინაშე დგას. პოლიტიკისა და მასშტაბური სოციალური პროცესების ფორმირებაში ყველა მოქალაქის, და განსაკუთრებით, ყველა ახალგაზრდის აქტიურ მონაწილეობას შეუძლია შექმნას კარგად ფუნქციონირებადი ევროპული  საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი.

აღნიშნული კონკურსის ტიპში მოიაზრება კოორდინაციისა და მხარდამჭერი ქმედებები, რომელის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ საჭიროებებსა და ქცევაზე მორგებული, კვლევაზე დაფუძნებული ონლაინ პლატფორმის შექმნა.  ბავშვებს თავად ექნებათ შესაძლებლობა გამოიჩინონ ინიციატივა, კვლევის თემების და მეთოდების შერჩევასთან დაკავშირებით, ხოლო მკვლევარები იმოქმედებენ, როგორც ფასილიტატორები. ბავშვებს და ახალგაზრდებს მიეცემათ უფრო აქტიური და მონაწილე როლი, რაც გაზრდის მათ შესაძლებლობებს. ბავშვთა და ახალგაზრდების მოწყვლადობა ონლაინ გარემოში, მოქნილი ონლაინ სივრცის შექმნა ასევე ითამაშებს როლს ამ აქტივობაში. სათანადო ყურადღება დაეთმობა გენდერულ საკითხებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილე ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის გენდერული და მრავალფეროვნების ბალანსის დაცვა.

პლატფორმამ ერთ სივრცეში უნდა მოუყაროს თავი დაინტერესებულ მხარეებს კვლევის და პოლიტიკის განმსაზღვრელი სფეროებიდან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად ევროპის მასშტაბით. გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთ მოქმედ პლატფორმებთან სინერგია, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული ახალგაზრდობის პორტალზე მონაწილეობის პლატფორმა. კონკრეტულად, პლატფორმამ უნდა:

  • განსაზღვროს შესაძლებლობები ბავშვების და ახალგაზრდებისკენ მიმართული კვლევებისთვის, სადაც მკვლევარები და პოლიტიკის განმსაზღვრელები იმოქმედებენ, როგორც ფასილიტატორები;
  •  აწარმოოს კვლევა და შეიმუშაოს ცოდნის ბაზა, ისევე, როგორც კრიტიკული ხედვა ბავშვებისა და ახალგაზრდების ციფრული სამყაროს გამოყენებასა და ამ სამყაროში მათ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს უნდა განხორციელდეს ინტერდისციპლინარულ მკვლევარებთან და სოციალური დარგის მეცნიერებთან  თანამშრომლობის გზით.
  • გამართოს დისკუსიები ციფრული საზოგადოების საჭიროებებისა და მოლოდინების შესახებ როგორც კოლეგებთან, ისე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ინდუსტრიულ და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
  • შეიმუშაოს კვლევითი და პოლიტიკის პრიორიტეტები მრავალი დაინტერესებული მხარის თანამშრომლობით;ევროკომისია მიიჩნევს, რომ ისეთი საპროექტო წინადადებები, რომელიც ევროკავშირისგან მოითხოვს ფინანსურ კონტრიბუციას 1 მლნ ევროს ფარგლებში, საშუალებას იძლევა ამ გამოწვევის სათანადოდ გადაჭრისთვის. ეს არ გამორიცხავს ისეთი საპროექტო წინადადებების შერჩევას, რომლებიც სხვა თანხის კონტრიბუციას ითხოვენ.

მოსალოდნელი შედეგი:

    • წაახალისოს ბავშვების და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, ონლაინ მონაწილეობის გზით;
    • გაითვალისწინოს ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინოვაციური კვლევითი მეთოდები;
    • საშუალება მისცეს ბავშვებს და ახალგაზრდებს, ითამაშონ აქტიური როლი პოლიტიკის განსაზღვრის და სოციალური განვითარების თვალსაზრისით;
    • შექმნან ახალგაზრდების დაინტერესებულ მხარეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის ბერკეტები;
    • უზრუნველყონ ბავშვების და ახალგაზრდების სრული და უსაფრთხო მონაწილეობა, ონლაინ სივრცის სერვისების წვდომის და შექმნის კუთხით;

და ბოლოს, აღნიშნული აქტივობის უშუალო მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკისთვის მტკიცებულებათა ბაზის შემუშავებასა და განხორციელებას და დაეხმაროს დაინტერესებულ მხარებისაგან შემდგარ სხვადასხვა ჯგუფებს. აღნიშნული აქტივობა განხორციელდება ევროკომისიის სამსახურების მიერ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე