ევროპის ციფრული მემკვიდრეობის, მეხსიერების, იდენტობისა და კულტურული ურთიერთობების შესახებ ვირტუალური მუზეუმები და სოციალური პლატფორმა

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა:
4 თებერვალი, 2016, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ცვლიან კულტურული ციფრული წყაროების შექმნის, გავრცელების, შენახვის და გამოყენების გზებს. ეს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს, ჰქონდეს მრავალფეროვანი წვდომა კულტურულ ციფრულ წყაროებთან. მაგალითისთვის, ინტერნეტ ინტერფეისები წარმოადგენს განახლებულ ინფორმაციას კოლექციების შესახებ (არქივები, სამეცნიერო კოლექციები, მუზეუმები, ხელოვნების გალერეები, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები და სხვა), რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ხელახლა გამოიყენოს და/ან გადააკეთოს ისინი, საჭიროებისამებრ.

ვირტუალური მუზეუმი არ წარმოადგენს რეალური მუზეუმის ვებ-ვერსიას, არც არქივს ან ვირტუალური ციფრული ღირებულებების მონაცემთა ბაზას, არამედ საგამოფენო სივრცის შესახებ განახლებული ინფორმაციის პროვაიდერს. ვირტუალური მუზეუმი აძლევს საშუალებას მომხმარებელს, ჰქონდეს წვდომა მუზეუმში დაცული მასალების ციფრულ შინაარსზე ვიზიტამდე, ვიზიტის განმავლობაში ან/და მის შემდეგ. ვირტუალური მუზეუმი ტექნოლოგიურად მოთხოვნადია, როგორც აუგმენტირებული რეალობის (Augmented Reality) და ამბის გადმოცემის  საშუალება, რაც მოიცავს ციფრული ქმნილების მრავალ სახეობას, მათ შორის ვირტუალურ რეალობასა და 3D გამოცდილებას, ონლაინ ლოკაციებს, მუზეუმებსა თუ მემკვიდრეობის ადგილებზე.

გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში, მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება წვდომაზე, დაფუძნდეს მნიშვნელოვანი ნარატივები კოლექციებისთვის და შეიქმნას წინაპირობა, ვირტუალური მუზეუმების განვითარების მხრივ. ამ იდეის განხორციელებისათვის საჭიროა ისეთი ფუნდამენტური საკითხების მოგვარება როგორიცაა, მაგალითად, იმიჯის უფლებები, ლიცენზირება, ახალი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით მუზეუმების შესაძლებლობა.

ახალი სოციალური პარადიგმების გაჩენა ევროპულ მემკვიდრეობის სფეროში სტიმულს აძლევს სპეციფიური სოციალური პლატფორმის შემქნას, რაც თავის მხრივ, მიმართულია მონაწილე მხარეების აქტიური ჩართულობის გაზრდის, ევროპული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაგების მიზნისკენ, რათა წარსულის ცოდნის მაგალითზე, უკეთ ავაშენოთ მომავალი. გამოწვევა მდგომარეობს მულტიდისციპლანური ცნობიერების გაზრდაში, რაც საჭიროა კულტურული წყაროების და ღირებულებების ხელმისაწვდომობის, დაცვის, მდგრადი მენეჯმენტის ამომწურავი ჩარჩოს შექმნის მიზნით, ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გლობალური, სოციალური აღქმის საფუძველზე.

ეს გამოწვევა ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დებატების წარმართვას ღია დიალოგის მეშვეობით შესაძლებლობების გამოვლენას იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს  ტექნოლოგიური ცვლილებები, ახალი ბიზნეს-მოდელები და სამეცნიერო პროგრესი და აჩქარებს განვითარებას, მათ შორის, ახდენს სოციალურ ცვლილებას და განსაზღვრავს პოლიტიკურ ცვლილებებს, ხელს უწყობს ახალ საჯარო და კერძო ინვესტიციებს, ამ პროცესში განსხვავებული ინტერესებისა და სამოქმედო გეგმების მქონე სხვადასხვა აქტორების ჩართულობის გზით.

ციფრული კულტურული მემკვიდრეობის კვლევა ერთერთ მნიშვნელოვან გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს ევროპისთვის, რათა შეიქმნას მტკიცე ცოდნის ბაზა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს კულტურული მემკვიდრეობა 21-ე საუკუნეში. ეს შესაძლებელს გახდის შემოქმედებით და ინოვაციურ პარტნიორობის განვითარებას, მუზეუმებს შორის, კრეატიულ ინდუსტრიებსა და საჯარო-სფეროს დარგებს შორის, როგორიცაა განათლება, რომელსაც შეუძლია სხვა სოციო-კულტურულ სფეროებში ღირებულებების ტრანსფერი. აღნიშნული გააუმჯობესებს სტრატეგიებს მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტებისთვის, მუზეუმების ჩათვლით, რათა შექმნას გამჭოლი სამოქალაქო რესურსი და ამგვარად გააძლიეროს მათი სარგებელი ფართო საზოგადოებაში.

კოორდინაცია და მხარდამჭერი ქმედება:  ეს აქტივობა პირდაპირაა მიმართული მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევისა და ინოვაციის მხარდაჭერის, განვითარებისა და განხორციელებისკენ, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის ხელშეწყობისკენ. აღნიშნული არ ექვემდებარება კვლევის აღმასრულებელი სააგენტოს დელეგირებას და ხორციელდება კომისიის სამსახურების მიერ.

ამ ქმედების მიზანია, შეინარჩუნოს და განავითაროს მდგრადი პლატფორმა, მთავარი მოქმედი პირების წახალისების გზით, მხარეებისა და გაერთიანებების პრაქტიკის გამოყენებით, თუ როგორ განავითარონ თანამშრომლობა საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავების და  ახალი მხარეების იმგვარად ჩართვის გზით,  რომ მოდელები სწორად იქნას გაგებული. პლატფორმამ უნდა ჩართოს – იყოს ღია ყველასთვის –  პრაქტიკოსები და დაინტერესებული მხარეები, რომელთაც სურთ, თავისი წვლილის შეიტანა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში,  მიზნებისა და პრიორიტეტების შეთანხმებაში, გამოცდილების, პოლიტიკისა და პრაქტიკის გაზიარების პროცესში. პარტნიორობა და თანამშრომლობა კერძო და საჯარო მხარეებს შორის  უნდა იქნას წახალისებული. პლატფორმა დააკონკრეტებს თავის აქტივობებს სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების და ცნობიერების ასამაღლებელი სხვა საშუალებების გამოყენებით.

კომისია მიიჩნევს, რომ შეთავაზებები, რომლებიც ჯდება 1 მლნ ევროს ფარგლებში, მისაღებია. ეს არ გამორიცხავს სხვა ისეთი შეთავაზების  განხილვას,  რომელიც სცდება დასახელებულ ოდენობას.

მოსალოდნელი გავლენა: ვირტუალური მუზეუმები და სოციალური პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, დროითი და სივრცითი შეზღუდვების გარეშე. აღნიშნული გაზრდის ევროპელი მოქალაქეების დაინტერესებას  და მათგან კულტურული მემკვიდრეობის არსის გაგებას, კულტურასთან წვდომას, განსაკუთრებით  ნაკლებად განვითარებული რეგიონების მოსახლეობისთვის.

მკვლევარები მიიღებენ ახალ შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა, ისწავლონ და გააფართოვონ საკუთარი თვალსაწიერი, ევროპული კულტურის სფეროში.

ვირტუალური და ტრადიციულ მუზეუმების სინერგია და კულტურული ინსტიტუტები დაეხმარება სექტორის ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან ბენეფიციარების დაფინანსებულ პროექტების ფარგლებს გარეთ, გაზომვადი შედეგი უნდა იქნეს მიღწეული.

კონკურსის წარმოდგენილია 2 ტიპის აქტივობისგან. შესაძლებელია ერთ-ერთი აქტივობის არჩევა:
ა) კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა
ბ) კვლევისა და ინოვაციის აქტივობა

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2016 წლის 4 თებერვალი.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B  და ნაწილი C

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე