საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა:
2016 წლის 16 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
ბოლო წლებში ბიზნეს-ანგელოზების და სხვა დამწყები ინვესტორების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საჭიროა გაკეთდეს მეტი, რათა:
-
- გაიზარდოს ადრეული ეტაპის ინვესტიციების რაოდენობა ევროპაში;
- წახალისდეს ბიზნეს ანგელოზების გამოუყენებელი პოტენციალი, დაინტერესდეს მეტი ადამიანი, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, მათივე უნარების, შესაძლებლობების და პოტენციალის გათვალისწინებით, გახდნენ ბიზნეს-ანგელოზები. წახალისდნენ და მოტივაცია გაეზარდოთ შემდგარ და გამოცდილების მქონე ბიზნეს ანგელოზებს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ანალიზი, ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს;
- ჩატარდეს მეტი ტრენინგი, ინსტრუქტაჟით სწავლების აქტივობა ნაკლები გამოცდილების მქონე დამწყები ინვესტორების განსავითარებლად, ბიზნეს-ანგელოზების პროფესიული უნარების ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით, მენტორის და კონსულტირების როლის გაძლიერების მიზნით.
- გაიზარდოს ანგელოზების გადამზადების სტანდარტები;
- დახმარება გაეწიოს ბიზნეს ანგელოზის აქტივობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ შორის, ხელი შეეწყოს ბიზნეს-ანგელოზების სხვა ინვესტორებთან ურთიერთობას და ინვესტიციებისთვის ონლაინ პლატფორმის (მათ შორის, ე.წ. „ქრაუდფანდინგის“ პლატფორმების) გამოყენება;
- ხელი შეეწყოს ბიზნეს ანგელოზების ტრანსნაციონალურ საინვესტიციო აქტივობებს;
- გაიზარდოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და სხვა მოთამაშეების ცნობიერება და ხილვადობა ბიზნეს-ანგელოზებისა და სხვა დამწყები ინვესტორების საქმიანობის სარგებლიანობის შესახებ;
საპროექტო წინადადება უნდა მომზადდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით ა) ადრეული ეტაპის საინვესტიციო გარემო, მოთამაშეები და დინამიკა ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებულ ქვეყნებში; ბ) ბიზნეს-ანგელოზების ანალიზისა და დაფინანსების მექანიზმების მიწოდება; გ) საწყისი სარისკო კაპიტალის გაზრდილი მოთხოვნა სამეწარმეო ბიზნეს(ებ)ში და:
-
- შესაძლებლობების განვითარების სტრატეგიისა და შემდგომი განხორციელების გეგმის შემუშავება (როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის) სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სწავლება ინსტრუქტაჟის გზით, მენტორობა, სამუშაო შეხვედრები, კურსები, სასწავლო მასალები (განსაკუთრებით, სოციალური მედიის საშუალებით), ცოდნის გადაცემა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით;
- განხორციელების გეგმის ვალიდაცია დაინტერესებულ მხარეების მიერ;
- განხორციელების გეგმის აღსრულება;
- განხორციელების გეგმის ზეგავლენის შეფასება და სქემის შესაძლო ადაპტირება, მიღებული გამოცდილების ჭრილში;
მიდგომა უნდა შემუშავდეს ევროკავშირში არსებული ადრეული ეტაპის შესაძლებლობების გაძლიერების სქემის საფუძველზე, რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე, მათთან მუშაობის შედეგად. შეთავაზება ასევე მიმართული უნდა იყოს ქმედებების უწყვეტობის უზრუნველყოფისკენ კონკურსის პერიოდის განმავლობაში. საპროექტო წინადადებების ავტორებს უნდა გააჩნდეთ და გამოავლინონ ბიზნეს-ანგელოზების საკითხებში ღრმა ცოდნა, უნდა დაასაბუთონ როგორც ამ დარგში მიღებული გამოცდილება, ისე შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების ქონა.
საპროექტო წინადადება დაკავშირებული უნდა იყოს და ხელს უნდა უწყობდეს ჰორიზონტი 2020-ის ფინანსური ინსტრუმენტის საპილოტე აქტივობას ბიზნეს ანგელოზების თანა-დაფინანსების შესახებ (Action 3.1).
პროექტი განხორციელების ვადას მაქსიმუმ 36 თვე შეადგენს.
მოსალოდნელი შედეგები:
-
- მდგრადი, ყოვლისმომცველი სტრატეგია ევროპაში ადრეული ეტაპის ინვესტიციების საკითხებში შესაძლებლობების გაძლიერების;
- საწყისი ეტაპის ექსპერტული ცოდნის უფრო მაღალი დონე ევროპაში;
- ევროპაში ადრეული ეტაპის ინვესტიციების, მათ შორის, ტრანსნაციონალური ინვესტიციების რაოდენობის ზრდა.
კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2016 წლის 16 თებერვალი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2,500,000 ევროს.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე