ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში მომავლის და განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროექტებთან თანამშრომლობის მიზნით ეძებენ ხელოვან ადამიანებს.
„მომავლისა და განვითარებადი ტექნოლოგიების“ მიმართულებით ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ითვალისწინებს ინოვაციურ „კულტურულ გაცვლებს“, რაც გულისხმობს ხელოვანი ადამიანების გადანაწილებას სხვადასხვა პროექტში, რომელიც ხორციელდება მომავლისა და განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართულებით. მოსალოდნელ შედეგებში მოიაზრება ახალი ხელოვნების ნიმუშების შექმნა, მნიშვნელოვანი გამოფენების, მედია კამპანიებისა და სოციალურად დატვირთული ღონისძიებების გამართვა, მათ შორის ფესტივალების, დებატებისა და ვორქშოპ-სემინარების.
2016 წლის მაისსა და 2017 წლის იანვრის პერიოდში, ხუთ საერთაშორისო ხელოვანს (არტისტის) ექნება შესაძლებლობა უშუალოდ ჩაიხედოს და გამოცდილება მიიღოს მოწინავე მეცნიერებაში და დროის მნიშნელოვანი ნაწილი გაატაროს მომავლის და განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე მკვლევარებთან ერთად. ხელოვნებსა და მეცნიერებას შორის საინტერესო თანამშრომლობის გარდა, პროექტი მიზნად ისახავს მომავლის და განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული კვლევებისთვის ახალ აუდიტორიებთან კომუნიკაციის დამყარებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული არტისტების საცხოვრებელი ხარჯები სრულად იქნება დაფარული და გაგრძელდება 9 თვემდე.
ყველა ხელოვანს, რომელიც დაინტერესებულია მეცნიერებით და/ან ახალი ტექნოლოგიებით, ისეთ როგორებიცაა, მაგალითად, ბიოტექნოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, Big Data (დიდი მონაცემები), რობოტიკსი, ნანოტექნოლოგიები, განახლებადი საწვავი, თუ ნეორომეცნიერება, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გააგზავნოს სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე მოცემულ მისამართზე.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 იანვრამდე.
ხელოვანმა ადამიანებმა უნდა წარადგინონ სხვადასხვა ტექნოლოგიურ დისციპლინაში მუშაობის დასაბუთებული ცნობა. ამასთან, მათ უნდა შეეძლოთ და სურდეთ ევროპაში ცხოვრება კონკრეტული მომავლის და განვითარებადი ტექნოლოგიების პროექტის შენობა-ნაგებობების სიახლოვეს.
დამატებით ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://featart.eu