მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები: „კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის აქტივობა“
კონკურსის მიზანი:
კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის სქემამ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო და ინტერ-სექტორული თანამშრომლობა კვლევითი და ინოვაციების პერსონალს გაცვლის გზით, და კვლევიდან ბაზრამდე ( და პირიქით) არსებული ცოდნისა და იდეების გაზიარების გზით.აღნიშნული სქემა ხელს უწყობს კვლევისა და ინოვაციის გაზიარებულ კულტურას, რომელიც მიესალმება და აფასებს შემოქმედებითობასა და მეწარმეობას და ეხმარება მკვლევარებს და ინოვატორებს კრეატიული იდეების ინოვაციურ პროდუქტებად, სერვისებად თუ პროცესებად გარდაქმნაში.
კონკურსის ფარგლები:
კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის აქტივობაში მონაწილეობას იღებენ ევროპასა (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები) და ევროპის ფარგლებს გარეთ (მესამე ქვეყნები) დაფუძნებული ორგანიზაციები აკადემიური და არა-აკადემიური სექტორებიდან (კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოები SMEs).
კონკურსის ითვალისწინებს დაუჭიროს მხარი ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების პროექტის ფორმით პარტნიორობების შექმნას. აღნიშნული მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებას საერთაშორისო ისევე როგორც ინტერ-სექტორული მობილობის მეშვეობით, კვლევითი და ინოვაციების პერსონალის მივლინებების (გაცვლების) საფუძველზე, პროექტში ჩაშენებული უკან-დაბრუნების მექანიზმთან ერთად.
პარტნიორობაში შემავალი ორგანიზაციები პირდაპირ უწყობენ ხელს ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების პროექტის განხორციელებას მონაწილეობის უფლების მქონე პერსონალის მივლინებებისა და/ან მასპინძლობის გაწევის გზით. მივლინებები ყოველთვის განხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიულ პირებს შორის.
კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის აქტივობამ უნდა გამოიყენოს მონაწილე ორგანიზაციების დამატებითი კომპეტენციები, ისევე როგორც სხვა გამოიყენოს სხვა სინერგიებიც, და ხელი შეუწყოს კონტაქტების დამყარებისკენ (networking) მიმართულ აქტივობებს, ისეთი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალს შორის ცოდნის გაზიარებას, მათ მიერ ახალი უნარების შეძენას და მათ კარიერულ განვითარებას.
კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის პროექტები შესაძლებელია აქცენტს აკეთებდნენ მობილობის ერთ განზომილებაზე (ინტერსექტორული/საერთაშორისო), ან მოიცავდნენ ორივე ტიპის მობილობის კომბინაციას.
გაცვლები შეიძლება განხორციელდეს როგორც დამწყებ-ეტაპზე მყოფი, ისე გამოცდილ მკვლევარებს შორის და ასევე შეიძლება მოიცავდეს ადმინისტრაციულ, მენეჯერიალურ და ტექნიკური პერსონალის გაცვლას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი საპროექტო წინადადების კვლევებისა და ინოვაციების აქტივობებში.
ევროპის ფარგლებში დაფუძნებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლების მხარდაჭერაში (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები) მოიაზრება მხოლოდ ინტერსექტორული მივლინებები.
მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნებში ინსტიტუციების გაცვლების შესაძლებელია იყოს როგორც ინტერსექტორული, ასევე ერთიდაიმავე სექტორს შორის.
აღნიშნული კონკურსი მხარს არ უჭერს მესამე ქვეყნებში მდებარე ინსტიტუციებს შორის მივლინებებს არც ევროკავშირის ერთი და იმავე წევრი სახელმწიფოსა თუ ერთი და იგივე ასოცირებულ ქვეყენის ფარგლებში მდებარე ინსტიტუციებს შორის გაცვლებს.
მოსალოდნელი შედეგი:
პერსონალის დონეზე:
- გაზრდილი კვლევასთან დაკავშირებული და ტრანსფერებადი უნარები, რითაც პერსონალი აქვს გაუმჯობესებული დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული პერსპექტივა აკადემიურ გარემოსა თუ მის ფარგლებს გარეთ;
- მაღალი იმპაქტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროდუქტების გაზრდა, უფრო მეტი ცოდნა და უფრო მეტი პროდუქტებად და სერვისებად გარდაქმნილი იდეები;
- ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა.
ორგანიზაციულ დონეზე:
- სექტორებსა და დისციპლინებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა და ცოდნის ტრანსფერი;
- საერთაშორისო და ინტერსექტორული კოლაბორაციული კონტაქტების დამყარების გაძლიერებულა;
- მონაწილე ორგანიზაციებში კვლევებისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაზრდა/გაძლიერება.
სისტემურ დონეზე:
- ევროპაში მკვლევარების საერთაშორისო, ინტერდისციპლინარული და ინტერსექტორული მობილობის გაზრდა;
- კვლევებსა და ინოვაციების სფეროში ევროპის ადამიანური კაპიტალის ბაზის გაძლიერება;
- ევროპის როგორც კვლევებისა და ინოვაციების სფეროში წამყვანი დანიშნულების ადგილის მომხიბვლელობის გაზრდა;
- უკეთესი ხარისხის კვლევები და ინოვაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპის კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ზრდას.
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული ეს კონკურსი ერთ ეტაპიანია
საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2016 წლის 28 აპრილი.
მთლიანი ინდიკატური ბიუჯეტი შეადგენს – 80,000,000 ევროს.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
დამატე%