2015 წლის ზაფხულში, ევროკავშირი-ჩინეთის ინოვაციების საკითხებში თანამშრომლობის მე-2 დიალოგის და შემდგომ ევროკავშირის-ჩინეთის სამიტის ფარგლებში მიღწეული პოლიტიკური შეთახმების შედეგად, შეიქმნა ევროკავშირი-ჩინეთის კვლევისა და ინოვაციების თანადაფინანსების ინსტრუმენტი. აღნიშნული ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში ევროკავშირისა და ჩინეთის უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კომპანიებს შორის ერთობლივი კვლევითი და ინოვაციების პროექტების განხორციელებას საერთო ინტერსის მქონე სტრატეგიულ სფეროებში.
ევროკავშირი-ჩინეთის კვლევისა და ინოვაციის თანადაფინანსების მექანიზმს, ჩინეთის მთავრობის მხრიდან ადმინისტრირებას უწევს ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო. აღნიშნული მექანიზმი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩინეთში დაფუძნებულ კვლევისა და ინოვაციების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ ჰორიზონტი 2020 პროექტებში.
თანადაფინანსების მექანიზმის თანახმად, ჩინეთის მხრიდან ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო გამოყოფს 28 მილიონამდე ევროს, რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ ჩინეთში დაფუძნებულ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ პროექტებში ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში. ხოლო ევროკავშირის მხარე, ევროკომისიის მეშვეობით გამოყოფს 100 მილიონზე მეტ ევროს, ევროპაში დაფუძნებული იმ იურიდიული პირების სასარგებლოდ, რომლებიც ჰორიზონტი 2020-ის ერთობლივ პროექტებში ჩინელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობენ.
2015 წლის 14 დეკემბერს, ჩინეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ გამოცხადებული call-ის თანახმად, 2016 წლისთვის, გათვალისწინებულია ორი ბოლო ვადა:
- 2016 წლის 31 მარტი – ჩინელი მონაწილეებისთვის, ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში, WP 2014/15 შერჩეული პროექტების მიხედვით
- 2017 წლის 31 ივლისი – ჩინელი მონაწილეებისთვის WP 2016 ფარგლებში შეთავაზებული ჰორიზონტი 2020-ის პროგრამები.
ევროკავშირი-ჩინეთის კვლევისა და ინოვაციის თანადაფინანსების მექანიზმით გამოყოფილი ფინანსები უპირველესად მოხმარდება ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში ჩინეთის მიმართულებით გამოცხადებულ საკონკურსო თემებს (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი), თუმცა აღნიშნული მექანიზმი ასევე ღია იქნება ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში არსებული სხვა მიმართულებებისთვისაც. უფრო კონკრეტულად, თანადაფინანსების მექანიზმი უზრუნველყოფს კონკურენტულ დაფინანსებას ჩინეთში დაფუძნებული წარმატებული აპლიკანტებისთვის, რომლებმაც ორივე ჩინური და ევროპული მხარისგან დადებითი შეფასება მიიღეს ჰორიზონტი 2020-ის შემდეგი მიმართულებებით:
- ლიდერობა შესაძლებლობების მომცემ და ინდუსტრიულ ტექნოლოგიებში (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ნანო, ახალი მასალები, ბიოტექნოლოგია, მრეწველობა და გადამუშავება, სივრცე/კოსმოსი);
- სოციალური გამოწვევები (ჯანმრთელობა, კვება/სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კლიმატი/გარემოს დაცვა, ინკლუზიური საზოგადოება);
- მომავალის ტექნოლოგიები;
- კვლევის ინფრასტრუქტურა;
- მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები/ კვლევისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლითი პროგრამა;
- ატომური ენერგია;
ევროკომისიასა და ჩინეთის ეროვნულ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფონდს შორის არსებული განმახორციელებელი მექანიზმი ჩინელი მკვლევრებისათვის, რომელებსაც მასპინძლობას უწევს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მფლობელი ორგანიზაცია ევროპაში
მკვლევარების დონეზე, 2015 წლის ივნისში, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მკვლევრების მობილობის ხელშეწყობის მიზნით, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) და ჩინეთის ეროვნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფონდი (NSFC) შეთანხმდნენ ე.წ. „განმახორციელებელ მექანიზმზე“, იმისათვის, რომ სტიმული მიეცეს მოწინავე კვლევებში გამორჩეულობაზე დაფუძნებულ, ე.წ. „ქვემოდან-ზემოთ“ (bottom-up) თანამშრომლობას. აღნიშნული გულისხმობს მაღალი კალიბრის ჩინელი მკვლევარების ხელშეწყობას, რათა ისინი ჩავიდნენ ევროპაში ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებულ კვლევით ჯგუფებში გაერთიანების მიზნით. აღნიშნული სქემა მოიაზრებს იმ ჩინელ მკვლევარებს, რომლებიც ხშირად იღებენ საგრანტო დაფინანსებას ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფონდიდან. შერჩეული მკვლევარები ჩაერთვებიან იმ ევროპელი მთავარი მკვლევარების კვლევით ჯგუფებში, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ERS გრანტები და გამოხატეს ინტერესი, ჩინელ მკვლევარებს უმასპინძლონ კვლევის საკითხებში.
ჩინეთის მონაწილეობა მხარდაჭერილია ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში გამოცხადებულ ყველა კონკურსში. ჰორიზონტი 2020-ის 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამებში რამდენიმე თემა კონკრეტულად განკუთვნილია ჩინეთთან თანამშრომლობაზე, როგორც ქვემოთ მდებარე ცხრილი ასახავს, თანადაფინანსების მექანიზმი უზრუნველყოფს ჩინეთის მხარის ფართო ჩართულობას, შემდეგ თემობრივ კონკურსებზე:
ამ კონკრეტული თემების გარდა, კვლევისა და ინოვაციების კუთხით ევროკავშირ-ჩინეთის თანამშრომლობის პრიორიტეტებად განისაზღვრა შემდეგი სფეროები: საკვები, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგია, მდგრადი ურბანიზაცია, (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სივრცე, ავიაცია, ენერგეტიკა, ჯანმრთელობა, ტრანსპორტი, წყალი და მოწინავე წარმოება.
ევროკავშირი-ჩინეთს შორის კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შესახებ ინგლისურენოვანი ინფორმაცია იხილეთ აქ