ანონსი: საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში არსებული დაფინანსების შესახებ

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია – დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC)ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით(ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: ERC.NCP@rustaveli.org.ge

რეგისტრაციის დროს, გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

–  სახელი, გვარი;
–  სამეცნიერო ხარისხი (მაგ. ფიზიკის მეცნიერებათა/ ბიოლოგიის დოქტორი)
–  ორგანიზაცია (უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი);
–  საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელ.)

პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

(მისამართი: ალექსიძის ქ. #1, თბილისი, 0193).

პრეზენტაციის ხანგრძლივობა: მოხსენება – 45 წუთი, დამატებით გათვალისწინებულია კითხვა-პასუხი. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.
პროფ. მარტ საარმას რეზიუმე იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდს