ჰორიზონტი 2020-ის კონკურსების საინფორმაციო დღე გაიმართა

InfoDay 19.06.2015

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 19 ივნისს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჰორიზონტი 2020-ის კონკურსების საინფორმაციო დღე.

 

შეხვედრას ესწრებოდა 80-მდე მეცნიერი. მეცნიერებმა მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის, „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული კოორდინატორის, ნათია გაბიტაშვილისა და კვლევების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრის (ICARTI) აღმასრულებლი დირექტორის გივი ქოჩორაძის პრეზენტაციები.

 

საინფორმაციო შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა ჰორიზონტი 2020-ის მიერ 27 აგვისტომდე გამოცხადებული ღია კონკურსების პირობებსა და ქართველ მეცნიერებსა და მკვლევართა ჩართულობის შესაძლებლობებს. ყურადღება ასევე გამახვილდა ECAS (ევროპის კომისიის საიდენთიფიკაციო მომსახურების) სისტემაში ორგანიზაციების რეგისტრაციის ინსტრუქციებზე, პარტნიორების მოძიების პროგრამაზე, საბროკერო შეხვედრების კლასიფიკაციაზე და ჰორიზონტ 2020–ის რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე. პრეზენტაციების შემდეგ დამსწრე მეცნიერებს შორის დისკუსია გაიმართა.

 

ორიგინალი ბმულის სანახავად გადადით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.

 

ღონისძიების პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
1435257658_pdf კონკურსები
1435257658_pdf ECAS-ს სისტემაში რეგისტრაცია
1435257658_pdf ჰორიზონტ 2020 -ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები