დაფინანსების მოსაპოვებლად, ვის შეუძლია ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში განაცხადის შეტანა?

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ფინანსების გამცემი პროგრამა. კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერი სახის ორგანიზაციას აქვს უფლება მიმართოს აღნიშნულ პროგრამას დაფინანსების მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია განახორციელებს კვლევას ან შეიმუშავებს ინოვაციურ პროდუქტს ან/და მომსახურებას. შედარებით მცირე მასშტაბით, ჰორიზონტი 2020 ასევე აფინანსებს საკოორდინაციო და მხარდაჭერის ტიპის აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ, როგორებიცა ინფორმაციის გავრცელება და მკვლევარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა.