რა ადმინისტრაციული ეტაპები არსებობს ჰორიზონტი 2020-ის პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის ?

მთავარი ეტაპებია:
• შესაბამისი საპროექტო წინადადებ(ებ)ის იდენტიფიცირება და პროექტის პარტნიორებთან ერთად კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადების მომზადება;
• საპროექტო წინადადების გაგზავნა ევროკომისიაში, მონაწილეთა პორტალის მეშვეობით;
• ევროკომისიაში თქვენს მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებას შეაფასებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ევროკომისიას, რომელი საპროექტო წინადადებამ მიიღოს დაფინანსება და რომელმა არა. შეფასების პროცესში უმთავრეს კრიტერიუმებს წარმოადგენს: (1) გამორჩეულობა; (2) ზეგავლენა; (3) საპროექტო წინადადების განხორციელების ხარისხი და ეფექტიანობა;
• თუ თქვენი საპროექტო წინადადება მოწონებული იქნა დაფინანსებისთვის, მაშინ თქვენ (თქვენი პროექტის კოორდინატორი) ხელს აწერთ პროექტზე კონტრაქტს ევროკომისიასთან;
• ევროკომისიასთან სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე თანამშრომლობს პროექტის კოორდინატორი;
• პროექტის განხორციელების განმავლობაში, ევროკომისია განახორციელებს თქვენი პროექტის მონიტორინგს. თქვენ მოგეთხოვებათ პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, ასევე პროექტით გათვალისწინებული ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენა ევროკომისიაში.