საერთაშორისო თანამშრომლობა ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის 2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მკვლევრებსა და ინოვატორებს შორის თანამშრომლობის მრავალ შესაძლებლობას ითვალისწინებს.

2016-2017 წლების სამუშაო პროგრამის თემების დაახლოებით ერთი მესამედი კონკრეტულად მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას ანდაც აქცენტს აკეთებს ისეთ გლობალურ ინიციატივებზე, როგორებიცაა ევროპისა და განვითარებად ქვეყნებს შორის კლინიკური კვლევებში პარტნიორობა, ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებს შორის პარტნიორობა კვლევისა და ინოვაციის საკითხებში, ანდაც გარემოს დაცვის საკითხებზე  კვლევითი პარტნიორობა ბელმონტის ფორუმის ფარგლებში.

აღნიშნული თემების იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატმა მოამზადა ბროშურა, რომელშიც მოცემულია ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში საკონკურსო თემებისა და ქვეყნების მიხედვით გათვალისწინებული   ამგვარი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ინგლისურენოვანი ბროშურა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.