Science Business Innovation Intelligence & Networking გთავაზობთ ფასიან ვებინართა ციკლს

Science Business Innovation Intelligence and Networking იწყებს ჰორიზონტი 2020-ის საკითხების ირგვლივ ფასიანი ვებინართა ციკლს იმ სამიზნე აუდიტორიისთვის, რომლებსაც სურთ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში დაფინანსების მოსაპოვებლად რეალური ცოდნის მიღება.
ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისას მხოლოდ ტექნიკურად გამართული საპროექტო წინადადების მომზადება ვერ გაზრდის ევროკომისიისგან დაფინანსების მიღების შანსს. კონკურენტული საპროექტო წინადადების მოსამზადებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ოფიციალურ გზამკვლევი, რადგან მსგავსი დოკუმენტით ხელმძღვანელობს სხვა ათასობით აპლიკანტი.

Science Business Horizon 2020 Intelligence Service-ის მიერ დაგეგმილი ვებინარების ციკლის მიზანია, მონაწილეობის ზოგადი წესების გარდა, ვებინარის მონაწილეებს გაუზიაროს ისეთი ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ რეალურად გაიგონ რა სურს დამკვეთს – ანუ ევროკომისიას.

ამ სერვისის საშუალებით,  ვებინარის ავტორები მონაწილეებს მიაწვდიან უახლესი ინფორმაციას ევროკომისიის მიდგომებისა და პოლიტიკური მიზნების შესახებ. ასევე,  შეეცდებიან ახსნან, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ყველივე ამ ინფორმაციის ინტეგრირება თქვენს საპროექტო განაცხადში.

ევროკომისია აპლიკანტის პირდაპირი დამკვეთია, ამიტომ საპროექტო წინადადების განმცხადებელს კარგად უნდა ესმოდეს ევროკომისიის პოლიტიკური მიზნები და საჭიროებები. ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „impact“-ს, ამიტომ ვებინარების ეს ციკლი დაგეხმარებათ როგორც საპროექტო წინადადების სწორ პოზიციონირებაში, ისე მოგაწვდით სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიწეროს პროექტის „impact” ნაწილი.

ერთ ვებინარის საფასური შეადგენს 85 ევროს+VAT;

მთელი წლის განმავლობაში გასამართ 8 ვებინარში მონაწილეობის საფასური – 295 ევროს + VAT.

2016 წლის ვებინარების კალენდარი

ვებინარის თემა ვებინარის გამართვის თარიღი
1 რა არის „Impact” – როგორც განსაზღვრავს მას ევროკომისია და რას ეძებენ ჰორიზონტი 2020-ის შემფასებლები

 

29 აპრილი, 2016
2 როგორ უნდა მოახდინოთ ჰორიზონტი 2020-ის საპროექტოო განაცხადის პოზიციონირება?

8 საფეხურიანი სტრუქტურა წარმატებისთვის

 

 

26 მაისი, 2016

 

3 ევროპული კვლევების საბჭო  –  რას ეძებს ევროკომისია/ რა სურს მას?

 

23 ივნისი, 2016
4 SME – როგორ უნდა გაერთიანდე კონსორციუმში და მოიპოვო დაფინასება?

 

22 სექტემბერი , 2016
5 რას ნიშნავს ,,ღია წვდომა‘’ ჰორიზონტი 2020-ის საპროექტო განაცხადში?

 

20 ოქტომბერი, 2016
6 ჰორიზონტალური საკითხების წარმოჩენა საპროექტო განაცხადში

 

24 ნოემბერი, 2016
7 რა აროს დისემინაცია  და როგორ განმარტავს მას ევროკომისია, რას ელიან შემფასებლები თქვენგან?

 

15 დეკემბერი, 2016
8 დაფინასების ახალი მეთოდები (გრანტების გარდა) – როგორ  გავზარდოთ მათ მიმართ ხელმისაწვდომობა?      26 იანვარი, 2017

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლისთვის გადადით ამ ბმულზე