ევროპის კვლევით სივრცეში კვლევითი ორგანიზაციების გახსნა
კონკრეტული გამოწვევა
საკონკურსო თემა ეხება იმ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა კვლევების დამფინანსებელ და კვლევების განმახორციელებელ ორგანიზაციებსა (RFPO) და პასუხისმგებლიანი კვლევებისა და ინოვაციებით დაინტერესებულ მხარეებს (RRI) შორის ახალი ურთიერთობებისათვის.მნიშვნელოვანია, არსებული ე.წ. RFPOs გადაიქცენ უფრო ღია ინსტიტუციებად, ისე რომ გარეშე მოთამაშეებს ევროპულ კვლევით სივრცეში კვლევის განვითარების თვალსაზრისით წვლილის შეტანის შესაძლებლობა მისცენ (ამის ადრეული ეტაპის მაგალითად შეიძლება მოიაზრებოდეს, ფონდებში კოლეგიალური შეფასებების არსებობა).
გამოიკვეთა ე.წ. „თანა-დაფუძნებისკენ“ (co-creation) მიმავალი ტენდენცია (მაგ. პოლიტიკის შემუშავების და კონსტრუირების ფაზები, კვლევითი ორგანიზაციის და კვლევების განმახორციელებლ ორგანიზაციებს შორის ერთობლივად პროდუქციის შექმნა, საპროექტო განაცხადების, პროგრამების, პროექტების ერთობლივი შეფასება, ა.შ.).
ზოგადი ტენდენციის თანახმად, პასუხისმგებლიანი კვლევებისა და ინოვაციებით დაინტერესებულ მხარეების (RRI) პრაქტიკა განსხვავდება დისციპლინების, ასევე ქვეყნების მიხედვით. ყველა მკვლევარსა და კვლევის პოლიტიკის მკვლევარს არ აქვს საკმარისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ ადაპტირება მოახდინოს ახალ ცვლილებებთან და გამოწვევებთან. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ხელი შეეწყოს მკვლევრების და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას (განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევრების გადამზადება), ასევე პოლიტიკის მკვლევრებისა და კვლევის დამფინანსებელ ინსტიტუციებში მომუშავე პირების გადამზადებას.
საკონკურსო თემის ფარგლები
ევროპის კვლევით სივრცეში ღია მეცნიერებისა (Open Science) და პასუხისმგებლიანი კვლევებისა და ინოვაციების პერსპექტივიდან გამომდინარე, სასურველია განხორციელდეს ზემოაღნიშნული პროცესები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეწყოს ინსტიტუციურ ცვლილებებს კვლევების დამფინანსებელ და კვლევების განმახორციელებელ ორგანიზაციებსა (RFPO) შორის გაცვლების გზით. ყოველი ეს საჭიროა, რათა უკეთ განისაზღვროს მიმდინარე პროცესები, დადგინდეს სტანდარტები, მოხდეს ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ა.შ
საპროექტო განაცხადში გათვალისწინებული უნდა იყოს გამოცდილებებისა და ექსპერიმენტების ერთობლივად შექმნის (co-creation) შესაძლებლობა. საპროექტო განაცხადებში ასევე შეიძლება ასახული უნდა იქნას ექსპერიმენტები. ასევე, საპროექტო წინადადებებმა ხელი უნდა შეუწყოს სატრენინგო მასალების გაუმჯობესებასა და კონსოლიდაციას; ასევე პროექტმა უნდა მოიცვას ევროპის კვლევით სივრცეში არსებული სტეიკჰოლდერების დიდი რაოდენობა. ასევე , შემოთავაზებული ტრენინგები უნდა იყოს რელევანტური მოცემული სამეცნიერო დარგისთვის. ტრენინგები უნდა იყოს პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან, ონლაინ მასალები და ტრენინგების სახელმძღვანელო პრინციპები (toolkit) ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ განაცხადები რომლებიც ითვალისწინებენ 3 იდან 3.35 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნას, სათანადოდ უნდა პასუხობდნენ ამ სპეციფიურ გამოწვევას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სხვა რაოდენობის თანხის მქონე საპროექტო წინადადებების შერჩევას.
მოსალოდნელი შედეგი
დაფინანსებული აქტივობები:
- გააუმჯობესებს არსებულ ტრენინგ მასალებს პასუხისმგებლიანი კვლევებისა და ინოვაციებსა და ღია მეცნიერებაზე ;
- გაზრდის ცოდნას კვლევების პასუხისმგებლიანი კვლევებისა და ინოვაციებისა და ღია მეცნიერების პრაქტიკაზე/საქმიანობაზე სხვადასხვა დისციპლინებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით;
- წვლილს შეიტანს კვლევების დამფინანსებელ და კვლევების განმახორციელებელ ორგანიზაციების (RFPO) ინსტიტუციური მოწყობის და მართვის გაუმჯობესებაში, რათა ეს ცვლილებები იყოს თანმხვედრი ღია მეცნიერებასთან.
კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2016 წლის 30 აგვისტო
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6,700,000 ევროს.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე