საკონკურსო თემა: ახალი პარტნიორობა და in situ კონსერვაციისათვის ევროპული შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებები
კონკრეტული გამოწვევა
In situ კონსერვაცია არის ex situ კონსერვაციის მნიშვნელოვანი დანამატი და განსაკუთრებით საყურადღებოა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გარეულ მონათესავე სახეობების (Crop Wild Relatives (CWR) დაცვის მიმართულებით.გენების ბანკებში გენეტიკური მასალის სტატიკური კონსერვაციისგან განსხვავებით, in situ კონსერვაცია წარმოადგენს საშუალებას მოხდეს იდენტიფიცირება იმ მცენარეებისა, რომლებიც ევოლუციური ადაპტაციის დროს ცვლადები ბუნებრივი პირობების ზეგავლენას განიცდიან. In situ კონსერვაციის სტრატეგიები მოითხოვს კომპლექსურ, მრავალ-აქტორიან მიდგომას. ასევე, საჭიროა ამ მეთოდების ასახვა, ზოგადად, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის საყოველთაო სტრატეგიებში.
სფერო :
საპროექტო წინადადებით განსახორციელებელი აქტივობები მიზნად ისახავს in situ კონსერვაციის ტერიტორიებსა და სტეიqჰოლდერების კავშირების შექმნას, რათა ხელი შეეწყოს ახალი პარტნიორობების განვითარებას კონსერვაციის, ფერმერობის, მებაღეობის, ჯიშის გაუმჯობესების სექტორებსა და ფართო აუდიტორიას შორის. ეს აქტივობები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს გენეტიკური რესურსების უფრო დინამიურად მართვა და, ასევე ამ რესურსების გამოყენება ჯიშის გაუმჯობესების, ფერმერობის და საკვები მომარაგების სფეროში.
დაინტერსებულ მხარეთა შორის კონსერვაციის სპეციალისტთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არსებული რესურსების გაძლიერებას, უფრო ფართო აუდიტორიისთვის in situ კონსერვაციის მეთოდების გაცნობას და გენეტიკური რეზერვუარებზე წვდომის გაუმჯობესებას. აქტივობები ასევე ხელს შეუწყობს in situ კონსერვაციის მეთოდისა და ex situ კონსერვაციის მეთოდების ურთიერთკავშირის გაძლიერებას. პროექტები გარდა ევროპული გამოცდილებისა, შეიძლება დაეფუძნოს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცილებას. პროექტების ჩამოყალიბების დროს სოციალური მეცნიერების მიმართულებიდანაც შესაძლებელია წვლილის შეტანა. საყურადღებოა, რომ საპროექტო წინადადებები „მრავალ-აქტორიანი მიდგომის“ ცნების შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული გამოწვევის გადაჭრისათვის, საპროექტო წინადადებით მოთხოვნილი თანხა, თუ ის შეადგენს 2 მილიონ ევროს, მართებულია. თუმცა, შეიძლება წარდგენილი იქნას პროექტები უფრო მცირე ბიუჯეტთაც.
მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს:
- ევროპაში in situ კონსერვაციის გენეტიკური რესურსების შესახებ ზოგადი ცნობიერების ამაღლებას;
- in situ კონსერვაციის სპეციალისტებს/ დაინტერსებულ მხარეებს შორის უფრო მდგარდი კავშირების შექმნას, და მცენარეთა კონსერვაციისა და მენეჯმენტის თემებზე უკეთესი პრაქტიკის გავრცელებას;
- პლატფორმის შექმნას ეროვნულ და ევროპულ in situ კონსერვაციის სტრატეგიებზე ;
- in situ და ex situ კონსერვაციის მეთოდებს შორის განსხვავებების მინიმუმადე დაყვანას;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენეტიკური რესურსების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში;
- in situ კონსერვაციის მეთოდების ფართოდ გამოყენებას საკვების წარმოებასა და ჯიშის გაუჯობესების სექტორებში.
გრძელვადიან პერსპექტივაში, პროექტის შედეგებით გაძლიერდება ფერმერობის და ჯიშის გაუმჯობესების სექტორები, ხელი შეეწყობა ინოვაციური პროდუქტების წარმოებასა და მრავალფეროვანი საკვების მიღების გზით ჯანსაღ კვებას.
კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
საპროექტო წინადადებების შეტანა დაიწყება: 2016 წლის 4 ოქტომბერს
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 17 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.