ფუტკრების ჯანმრთელობა და მდგრადი დამტვერვა (pollination)

საკონკურსო თემა: ფუტკრების ჯანმრთელობა და მდგრადი დამტვერვა

კონკრეტული გამოწვევა:
ფუტკარი (მოშინაურებული და ველური ფუტკრები,  სოციალური და მარტოხელა ფუტკრები) მრავალგვარ ზემოქმედებას განიცდიან თანამედროვე მსოფლიოში, როგორიცაა  აგროქიმიური მასალების ნაზავები, სხვადასხვა პათოგენები, საკვების და ყვავილების მრავალფეროვნების ნაკლებობა და შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაც. ამგვარი სტრეს-ფაქტორები, არა მხოლოდ ცალკეულად არამედ სხვადასხვა კომბინაციებით ახდენენ ზეგავლენას ფუტკრებზე. აღნიშნული სტრეს-ფაქტორები განსხვავდებიან თბილი და ცივი გეოგრაფიული ზონების მიხედვით. დღეს დღეობით, მოქმედი რეგულაციები და მეფუტკრეობის,  აგრო-კულტურული პრაქტიკა არ  ითვალისწინებს მსგავსი გამოწვევების გადაჭრას.

მათი ურთიერთქმედების შესწავლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, ბუნებრივი პირობებში შემოწმების და კონტროლის პირობების არასებობის გამო. ჩვენს აღქმაში არსებობს ხარვეზები, დარგის ძირითადი მექანიზმების გაგების და ინტერპრეტირების კუთხით, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ბუნებრივი ბიოლოგიური კოლონის ჯანმრთელობის ტენდენციები და ვიმოქმედოთ სტრეს-ფაქტორებზე. ევროკავშირის წინა და მიმდინარე პროექტებმა ნათელი მოჰფინეს ზოგიერთ დეტალს. ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურმა (EFSA) და ევროკავშირის სარეკომენდაციო ლაბორატორიამ (EURL), MUST-B პროექტის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილეს ფუტკრების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის კონკრეტულ ასპექტებზე, თაფლის მწარმოებელი ფუტკრების სტრეს-ფაქტორების  გლობალური რისკების შეფასების კუთხით. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა ჩვენს ცნობიერებაში, შეგვემცირებინა ფუტკრების ჯანმრთელობის სტრეს-ფაქტორები (სხვა სექტორების შესაძლო ზიანის გარეშე), მომხდარიყო მდგრადი მეფუტკრეობის  და/ან შესაბამისი დამტვერვის (pollination) სერვისების უზრუნველყოფა ევროკავშირში.

სფერო
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, კვლევა მიმართული იქნება ფუტკრების ჯანმრთელობის და მდგრადი დამტვერვის (pollination) უზრუნველყოფისკენ, ევროკავშირის წინა პროექტებიდან, ეროვნული კვლევითი ქსელებიდან, EFSA-სა და EURL-ის ინიციატივებიდან ტრანს-დისციპლინარული მიდგომებისა და სინთეზური ცოდნის გამოყენებით. საპროექტო წინადადებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მდგრადი მეფუტკრეობის წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული სირთულეებისა და ბარიერების გადაჭრის გზები. ასევე უნდა შეიცავდეს ფუტკრების დამტვერვის (pollination services) მომსახურების სფეროს უზრუნველყოფას, ადამიანური ქცევისა და სოციო-ეკონომიკური ზემოქმედების გათვალისწინებით, ევროკავშირის სხვადასხვა რეგიონალური სცენარის მიხედვით, არსებული სტრეს-ფაქტორების/კრიტიკული ხარვეზების/ ზემოქმედების აღმოფხვრის დარგში.

საპროექტო წინადადება უნდა ეფუძნებოდეს აღნიშნულ თემასთან მიმართებაში ჩვენი ამჟამინდელი გაგების ამომწურავად ასახვას (mapping), მათ შორის,  უკანასკნელ კვლევ(ებ)ას.  საპროექტო წინადადებაში მოცემულმა კვლევითმა აქტივობებმა რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა წარმოადგინოს მდგრადი მეფუტკრეობის სავარაუდო სისტემების მოდელები გარემოსა და მეფუტკრეობის რამდენიმე წარმომადგენლობით სიტუაციაში; ისევე სავარაუდო სისტემების მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი დამტვერვის (pollination) პროცესში ფუტკრების როლის უკეთ გაგებას. საპროექტო წინადადებები უნდა მომზადდეს ე.წ. „მრავალ აქტორიანი მიდგომის“ კონცეფციის შესაბამისად. პროექტებმა უნდა ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული თემების შესახებ მეფუტკრეებში, პროფესიულ სექტორებში და სხვა შესაბამის დაინტერესებულ პირებში (stakeholders) ინფორმაციის გავრცელება, რათ ხელი შეეწყოს პროექტის შედეგების პრაქტიკულ დანერგვა-გამოყენებას.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ 4.5 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის თანხის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.

მოსალოდნელი შედეგები:
კრიტიკული ხარვეზების/სტრესორების/ზემოქმედების მიმოხილვა ევროპაში ფუტკრების ჯანმრთელობის, მდგრადი დამტვერვის, მდგრადი მეფუტკრეობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული კრიტიკული ხარვეზების/სტრესორების/საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით შემამსუბუქებელი ღონისძიებების შემუშავების პროცესში წვლილის შეტანა. მდგრადი მეფუტკრეობის (sustainable apiculture) სისტემების მოდელების უზრუნველყოფა.

კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანა დაიწყება: 2016 წლის 4 ოქტომბერს

პირველი ეტაპზე საბუთების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 14 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დორით

მეორე ეტაპზე საბუთების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 13 სექტემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B  და ნაწილი C

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.