ევროპის ჯანმრთელობის კვლევისა და ინოვაციის სფეროში არსებული უთანასწორობის გადალახვისკენ მიმართული აქტივობები
კონკრეტული გამოწვევა:
სახელმწიფო და ევროპულ დონეზე განხორციელებული ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირი აფიქსირებს მნიშვნელოვან შიდა სხვაობებს ევროპის ქვეყნებში კვლევითი და ინოვაციის განხორციელების თვალსაზრისით. შედეგებში სხვაობები ასევე შეიმჩნევა ჯანმრთელობის კვლევებსა და ინოვაციებში. ამ საკონკურსო თემის მიზანს, კონკრეტულად, ამ სფეროს მორგებული გადაწყვეტილების პოვნა წარმოადგენს.
ევროკომისია წლების მანძილზე აფინანსებს პროექტებს ევროპის ჯანმრთელობის კვლევისა და ინოვაციაში არსებული სხვაობის გამომწვევი ძირეული მიზეზების გაანალიზების მიზნით. ევროკომისიას ახლაც სურს გააგრძელოს ძალისხმევა აღნიშნული სხვაობების შესამცირებლად.
სფერო:
მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მცირე შედეგების მქონე ქვეყნებს და/ან რეგიონებს, ამ კუთხით გააძლიერონ მათი შესაძლებლობები და ისარგებლონ იმ შანსებით, რომლებიც მიმართულია ევროკავშირით დაფინანსებული კოლაბორაციული ტიპის პროექტებში მათი მონაწილეობის გაზრდისკენ.
აქტივობების ბენეფიციარები უნდა იყვნენ მცირე შედეგების მქონე წევრი სახელმწიფოები, რეგიონები, რომლებმაც ჭკვიანი სპეციალიზაციის (Smart Specialization) შესახებ კვლევისა და ინოვაციის სტრატეგიებში „ჯანმრთელობის კვლევა და ინოვაცია“ სტრატეგიულ პრიორიტეტად განსაზღვრეს. აპლიკანტებს შეუძლიათ იქონიონ სინერგია ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდებთან, ოპერაციულ პროგრამებთან და იქონიონ დახმარება მართველი ხელისუფლებისაგან.
საპროექტო წინადადებებში წარმოჩენილი უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ჯანმრთელობის კვლევისა და ინოვაციის სტრუქტურული ბარიერების აღმოფხვრისაკენ, მათ შორის ისეთი სტრუქტურული ბარიერების, რომლებიც დაკავშირებულია შესაძლებლობებთან, უნარ-ჩვევებთან, პოლიტიკასთან, მარეგულირებელ გარემოსთან და ეკონომიკურ თუ სოციო-კულტურულ ფაქტორებთან, მათ შორის გენდერულ თანასწორობის საკითხებთან და კვლევით კონტენტში გენდერულ განზომილებასთან.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 1 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის თანხის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.
მოსალოდნელი შედეგი:
აქტივობამ უნდა აჩვენოს კარგი პრაქტიკა, იმაზე თუ როგორ შეილება იქნეს გამოყენებული სტრუქტურულ ფონდებსა და ჰორიზონტი 2020-ის შორის სინერგია ჯანმრთელობის კვლევისა და ინოვაციის სფეროში. ეს ხელს შეუწყობს დაბალი შედეგების მქონე რეგიონების ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის გაზრდას.
კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანა დაიწყება 2016 წლის 29 ივლისს.
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 11 აპრილი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.