საკონკურსო თემა: მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობ აქტივობებში კერძო მომხმარებლების ჩართვა
ინგლისურენოვანი ვერსია
კონკრეტული გამოწვევა:
მომხმარებლები ენერგეტიკის სისტემის გულში უნდა იყვნენ მოაზრებულნი და შესაბამისად, ამ ბაზრის აქტიური მოთამაშეები უნდა გახდნენ. მომავლის კერძო მომხმარებელს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ბევრად მეტად აქტიური და ენერგო-ეფექტური უნდა იყოს. ასევე, უნდა არსებობდნენ, სადაც ეს შესაძლებელია, ისეთი პრო-აქტიური ე.წ. “prosumer” მომხმარებლები, რომლებიც თავად აწარმოებენ ენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის. უფრო მეტიც, ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე, მომხმარებლები საკუთარი შემოსავლის მზარდ ნაწილს ენერგიაზე ხარჯავენ. არსებული მონაცემებით 50 მილიონზე მეტი ევროპელი განიცდის ენერგეტიკულ სიდუხჭირეს. ენერგო-ეფექტურობა, ენერგიის დაზოგვა და ადგილობრივად წარმოებული, განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა საწვავის სიღარიბის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ამ კონტექსტში, საჭიროა მთელს ევროპაში განხორციელდეს ჩართულობის ხელშემწყობი აქტივობები იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს მდგრადი არჩევანი ქცევითი ცვლილებსა და ენერგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. აღნიშნული მოიცავს მაღალი ეფექტურობის მქონე პროდუქტებისადმი მომხმარებლის „მადის“ გაზრდასა და გაგებას.
გასული წლების განმავლობაში, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგორესურსების სფეროში, კოლექტიური მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმირების მიუხედავად, ამგვარ ქმედებას ჯერკიდევ ხვდება წინააღმდეგობები სხვადასხვა ბარიერის სახით, მათ შორის ფინანსური და მარეგულირებელი ბარიერები, ასევე შეუსაბამობები ენერგოსისტემის ინტეგრაციის პრაქტიკაში. ამას გარდა, შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტების არასაკმარისი გამოყენება და ენერგეტიკის სფეროში არსებული კანონების არასათანადო გაგება აფერხებს უფრო მეტად მდგრადი ენერგო-სისტემის ჩამოყალიბებას.
სფერო:
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ეფექტური და ინოვაციური ჩართულობის ხელშემწყობი ისეთი აქტივობების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს მომხმარებლების მდგრად ენერგეტიკულ ქცევაში ცვლილებებს. აღნიშნულის შედეგად ენერგიის მოხმარება შენობა-ნაგებობებში შემცირდება – გათბობა/გაგრილების სისტემების კუთხით და/ან სხვა ტექნიკის გამოყენებისას. კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობები უნდა ფოკუსირდეს კერძო მომხმარებლების (ინდივიდები და კოლექტივები) მკაფიოდ განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფებზე, ბაზრის სეგმენტაციის გამოყენების გზით.
კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობებში დემონსტრირებული უნდა იყოს ცოდნა სხვადასხვა ტიპის ქცევის შესახებ. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა მიდგომები, რომლებიც საჭიროა მომხმარებლის ენერგო-ქცევაზე ზეგავლენის მოსახდენად. აქტივობებში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული „მომხმარებლის რეაქციის ეფექტის“ საფრთხეები, შემოთავაზებული უნდა იყოს მსგავსი „რეაქციების“ განეიტრალებისკენ მიმართული ღონისძიებები და გამოყენებული იყოს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე არსებული თეორია და პრაქტიკა (მაგალითად, ენერგო-ქცევაზე ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენა). აღნიშნული აქტივობის წარმატებით გახორციელებისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი სტეიქჰოლდერი (დაინტერესებული პირი) ჩართული უნდა იყოს პროცესში. ასევე, რეკომენდირებულია, რომ მომხმარებელთა შესაბამისი ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი აქტივობის განხორციელებაში ან მათი მხარდაჭერა მკაფიოდ იყოს წარმოდგენელი საპროექტო წინადადებაში.
შემოთავაზებულ აქტივობაში, იქ სადაც რელევანტურია, გენდერთან დაკავშირებული საკითხები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. კერძოდ, როლი, რომელიც გენდერულმა მახასიათებლებმა შეიძლება ითამაშონ მომხმარებლის ქცევაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. რეკომენდირებულია, რომ აქტივობებმა მოიცვან ფართო გეოგრაფიული არეალი დამხმარე აქტივობების მეშვეობით. ამას გარდა, შემოთავაზებული აქტივობები, როდესაც რელევანტურია, უნდა შეიცავდეს განხორციელებული ქმედებიდან მიღებულ პოლიტიკის გაკვეთილებს, რაც ხელს შეუწყობს ამ დარგის პოლიტიკის განვითარებას.
შემოთავაზებულმა აქტივობა უნდა ფარავდეს ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ საკითხს:
- გააძლიეროს და ხელი შეუწყობს მომხმარებლებისთვის განკუთვნილ აქტივობებს, რათა ისინი აქციოს „პრო-აქტიურ მომხმარებლებად“ (prosumer), ან ხელი შეუწყოს მომხმარებლების კოლექტიური ჯგუფების/მომხმარებლების კოოპერატივების ჩამოყალიბებას (რომლებიც, აღნიშნულ აქტივობაზე ფოკუსირებით, ყურადღებას გაამახვილებენ ენერგო ეფექტურობას, განახლებულ ენერგიასა და ენერგიის შენახვაზე);
- მხარს დაუჭერს მოწყვლადი მომხმარებლების მკაფიოდ განსაზღვრულ ჯგუფებს, რათა მათ დაძლიონ საწვავის სიღარიბე, ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი ენერგიის ქცევისა და არჩევანის გაკეთებაზე ხელშეწყობით. აქტივობა ასევე უნდა ისახავდეს მიზნად ეროვნულ პოლიტიკაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას, რათა უფრო კონკრეტულად მოაგვაროს საწვავთან დაკავშირებული სიღარიბე (fuel poverty). აქტივობაში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული საუკეთესო პრაქტიკის ტრანსფერი მოწყვლადი მომხმარებლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით.
- ხელი შეეწყოს ენერგო-ეფექტურობის, ენერგო მოხმარებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის კუთხით არსებული ICT-ზე დაფუძნებული გადაწყვეტების ფართო მასშტაბით განხორციელებასა და მომხმარებლების მიერ ამ გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნულ ქმედებაში ფოკუსი უნდა გაკეთდეს ICT ინტერფეისებისა და ინფორმაციის აღრიცხვის (მათ შორის იგულისხმება ჭკვიანური მრიცხველებისა და მონათესავე სისტემების) უკეთ გაგებაზე;
- ენერგიის გადასახადების შესახებ (ონლაინ და ოფლაინ) მომხმარებელთა ცნობიერების ხელშეწყობა, რომელიც შედეგად ენერგო-მოხმარების შემცირებას მოიტანს. ამგვარმა ქმედებებმა უნდა უზრუნველყოს ძლიერი მონიტორინგი, შემოთავაზებული მიდგომის ეფექტურობის საჩვენებლად;
- მომხმარებლის ცოდნის გაუმჯობესების და მაღალი ენერგო-ეფექტურობის მქონე პროდუქტების თაობაზე შესყიდვის გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიმავალ გზაზე დაყენების მიზნით უკეთესი ინსტრუმენტების შექმნა, ისე რომ არ მოხდეს დამატებითი ზეგავლენა გარემოზე.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 1 და 2 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.
მოსალოდნელი შედეგი:
საპროექტო წინადადებით შემოთავაზებული აქტივობებმა უნდა აჩვენონ ქვემოთ მოცემული შედეგები, ე.წ. „impacts” (სადაც შესაძლებელია, აჩვენეთ რაოდენობრივი ინდიკატორები და მისაღწევი მიზნები), საპროექტო წინადადების მასშტაბიდან გამომდინარე:
- პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში ბიძგი მიეცა პირველადი ენერგიის დაზოგვას (GWH/წელი ევროკავშირისგან მიღებულ ყოველ მილიონ ევროზე);
- იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა ქცევაც იცვლება და, რომლებიც იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს; დოკუმენტირება იმისი, პროექტით განხორციელებულმა კონკრეტულმა ღონისძიებებმა რატომ და გზით მოახდინა გავლენა ამგვარ ცვლილებებზე, ასევე დოკუმენტირება ქცევის ცვლილების მდგრადობის შესახებ;
- პროექტით გათვალისწინებულ იმ აქტივობებში ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთა მიზანი იყო მომხმარებლებში ცნობიერების გაზრდა და მაღალი ეფექტურობის მქონე პროდუქტების თაობაზე შესყიდვის გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიმავალ გზაზე დაყენება;
- პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში ბიძგი მიეცა განახლებადი ენერგიის წარმოებას და მდგრად ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებას;
- პოლიტიკის დოკუმენტებისა და სტრატეგიების შექმნა/ადაპტირება, რომლებშიც უკვე გათვალისწინებული იქნება საწვავის სიღარიბის საკითხები, აღნიშნული გაიზომება სამთავრობო უწყებების მიერ გაკეთებული ციტატებისა და განცხადებების რაოდენობის მიხედვით.
კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 სექტემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
იგივე შინაარსის საკონკურსო თემაზე კონკურსი 2017 წელსაც გამოცხადდება: 2017 წლის 19 იანვარს;
2017 წელს გამოსაცხადებელ კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 7 ივნისი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.