ღია სასკოლო სწავლებასა და მეცნიერების შესახებ განათლებაზე კოლაბორაცია

საკონკურსო თემა: ღია სასკოლო სწავლებასა და მეცნიერების შესახებ განათლებაზე კოლაბორაცია
ინგლისურენოვანი ვერსია

კონკრეტული გამოწვევა:
ამ მომენტისთვის, ევროპა საზოგადოების ყველა დონეზე მეცნიერებაში გათვითცნობიერებული ადამიანების სიმცირეს განიცდის. ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობები ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში მეცნიერების სწავლებისათვის. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ევროპის მოქალაქეები, ახლაგაზრდები თუ ხანშიშესულები, აცნობიერებენ მეცნიერების მნიშვნელობას და სურთ მეცნიერების განათლების შესახებ უფრო მეტად ინფორმირებულნი იყვნენ. ევროპის მოსახლეობის 40%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციას მომავალში შეუძლია დადებითი ზეგავლენა იქონიოს გარემოზე, ჯანმრთელობაზე და სამედიცინო მკურნალობასა და ძირითად ინფრასტრუქტურაზე. შესაბამისად, თანამშრომლობა ფორმალურ, არაფორმალურ და ინფორმალურ განათლების პროვაიდერებს, საწარმოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უნდა გაძლიერდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ყველა აქტორის მეცნიერებასთან მიმართებაში შესატყვისი და შინაარსობრივი ჩართულობა. ასევე, ხელი შეეწყოს მეცნიერების სწავლებებისა და მეცნიერებაზე დაფუძნებული პროფესიული კარიერის, დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის მასშტაბების ზრდას.

 კონკურსის სფერო:
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს მთელს რიგ აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია ფორმალურ, არაფორმალურ და ინფორმალურ განათლების პროვაიდერებს, საწარმოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ღია სასკოლო სწავლების, მათ შორის განათლების ყველა დონეზე, კონცეფციის ინტეგრირება მეცნიერების განათლებაში.

 ხელი უნდა შეეწყოს ისეთ „ღია სასკოლო სწავლებას“, სადაც სკოლები, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად (stakeholders) თანამშრომლობით, ხდებიან საზოგადოების კეთილდღეობის შუამავლები; ხელი უნდა შეეწყოს სასკოლო ცხოვრებაში და აქტივობებში ოჯახების რეალურ პარტნიორებად გაქცევას; საწარმოების და სამოქალაქო თუ ფართო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პრაქტიკული პროექტების საკლასო გარემოში შეტანა-განხორციელებაზე.

ხელი უნდა შეეწყოს ისეთ პარტნიორობებს, რომლებიც მხარს უჭერს საექსპორტო ცოდნას, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების შეგდების გაზიარებასა და გამოყენებას სხვადასხვა საწარმოებში (start-up-ს, მცირე და საშუალო საწარმოები, მსხვილი კორპორაციები). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერული და გეოგრაფიული სხვაობები.

ამ კონკრეტული გამოწვევის გასამკლავებლად, საპროექტო წინადადებებს უნდა ჰქონდეს ფართო გეოგრაფიული დაფარვა. შესაბამისად, ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონსორციუმი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, 10 სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსა და ასოცირებული ქვეყნების ინსტიტუციებისაგანა, თუმცა უფრო მცირე ზომის კონსორციუმებსაც აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 3 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.

მოსალოდნელი შედეგი:
საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას ადგილობრივ თემებში, რათა ხელი შეეწყოს ყველა მოქალაქისთვის მეცნიერების განათლების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას.

ასევე, მოსალოდნელი უნდა იყოს შემდეგი შედეგები:

მოკლე ვადიან პერსპექტივაში, სკოლებს, ადგილობრივ თემებსა და ადგილობრივ ინდუსტრიას შორის პარტნიორობების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერული კუთხით დაინტერესებული და წიგნიერი საზოგადოების და სტუდენტების ჩამოყალიბებას, რომლებსაც სამეცნიერო პროფესიების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ და შესაბამისად, უფრო მეტი დაინტერესებაც გააჩნიათ.

საშუალო ვადიან პერსპექტივაში, საპროექტო წინადადებით დაგეგმილმა აქტივობებმა უნდა აღჭურვონ მოქალაქეები და მომავალი მკვლევრები საჭირო ინსტრუმენტებითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც დაეხმარება მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში;

გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნული ქმედება უნდა ემსახურებოდეს ევროპის კვლევითი სივრცის მიზნების მიღწევას – ევროპაში მეცნიერებისა და მკვლევარების რიცხვის ზრდას.

კონკურსის ტიპი: კოორდინაციის და მხარდაჭერის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 30 აგვისტო, 17:00:00 ბრიუსელის დროით.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.