ჰორიზონტის პრიზი – დაბადების დღე
ინგლისურენოვანი ვერსია
საკონკურსო თემის აღწერა:
ამ პრიზის გამოწვევა მდგომარეობს ორსულობისა და მშობიარობის დროს სიკვდილიანობისა და გართულებების პრევენციის კუთხით ინოვაციური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებასა და მათი ბაზრამდე მიტანაში.
„დაბადების დღე“ -ის პრიზი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს 1 მილიონი ევროს ოდენობის თანხას. აღნიშნულ პრიზთან დაკავშირებით ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა დამატებით 1 მილიონი ევრო გამოყო.
ჰორიზონტი 2020-ის პრიზი, რომელიც დაწესებულია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებისკენ, გადაეცემა იმ კონკურსანტებს, რომლებიც გამოიყენებენ ინოვაციური გადაჭრის გზებს (კლინიკური, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან ამ სამივეს კომბინაციას) სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობის შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით. გადაჭრის გზებში გათვალისწინებული უნდა იყოს რელევანტური სოციალური ფაქტორები , ასევე, ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები უნდა უმჯობესდებოდეს დროის განმავლობაში.
კონკურსის მიზანია, შემცირდეს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობა და ავადმყოფობის, ასევე მკვდრადშობადობის მაჩვენებელი სამედიცინო დაწესებულებებში,
პრიზის მიღების კრიტერიუმები:
პრიზი გადაეცემათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჟიურის წევრების მოსაზრებით, აღმოაჩენენ პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტურ გზებს შემდეგი ერთობლივი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) სამედიცინო დაწესებულებებში დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და მკვდრად შობადობის შემცირების დადასტურებული მაჩვენებელი ( მეცნიერული და კარგად დასაბუთებული მეთოდების საშუალებით). აღნიშნული პრიზის დაწესების მიზანია შედეგების გაუმჯობესება ამ მიმართულებით.
ბ) უკანასკნელი 6 თვის მანძილზე არ უნდა იყოს დაფიქსირებული უსაფრთხოების ზომების დარღევა ( გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტის გზებს არ უნდა ახლდეს გვერდითი ეფექტები).
გ) პრობლემების გადაწყვეტის გზები უნდა იყოს ადვილად გაზომავდი, შედარებითი და ადვილად აღსაქმელი.
პრიზის მოსაპოვებლად საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 6 სექტემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.