დემოკრატიული დისკურსები და კანონის უზენაესობა
ინგლისურენოვანი ვერსია
კონკრეტული გამოწვევა
ევროკავშირის ლეგიტიმაციის და განსაკუთრებით, დემოკრატიული დეფიციტის შესახებ დისკურსი მრავალი წელია პრობლემას წარმოადგენს. უკანასკნელი კრიზისების დორს ეს პრობლემა მნიშვნელოვნად გამწვავდა. პოლიტიკური სპექტრის ამჟამინდელ ევროკავშირის მმართველობისა და რეგულაციების არალეგიტიმურობაზე ორივე მხარესთან საუბრებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა, რაც გამოიხატა საპროტესტო მანიფესტაციებში, ევროპის მასშტაბით ლეგიტიმაციის ალტერნატიული ფორმებთან დაკავშირებით მოთხოვნებში და რადიკალური მემარჯვენე და რადიკალური მემარცხენე პარტიების საარჩევნო პროცესებში მიღწეულ წარმატებებში.
ამ კონტექსტში, სამართლიანობასა და ევროპულ სოლიდარობასთან მიმართებაში გაჩნდა კითხვები. სამართლიანობის კონცეფცია არსებითად კავშირშია კანონის უზენაესობასთან და დასაბუთების უფლებასთან. ამ კუთხით, ფუნდამენტური უფლებები საკვანძო მნიშვნელობას იძენს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმი“ და „ფისკალური კომპაკტი“ ნიშანდობლივი პრობლემებია არა მხოლოდ კანონის უზენაესობისათვის, არამედ დემოკრატიული მმართველობისათვისაც. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული საარჩევნო შედეგების კონტექსტში, არა მხოლოდ გარკვეული სახის პოლიტიკის და ინსტიტუციების ლეგიტიმურობა დადგა ეჭვქვეშ, არამედ სახალხო სუვერენიტეტის წყაროსა და განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები დადგა დღის წესრიგში.
წინამდებარე კონკურსით განსაზღვრულმა კონკრეტულმა გამოწვევამ უნდა იხელმძღვანელოს ამგვარი პროცესებით; ასევე, სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციის ირგვლივ ამ პროცესების ფარგლებში არსებული სადავო საკითხებით, რათა ხელახლა მოხდეს, ერთი მხრივ, დემოკრატიული ლეგიტიმაციის დისკურსის და, მეორე მხრივ, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის შეფასება, რადგანაც აღნიშნული ევროპის საჯარო სივრცისთვის მეტისმეტად მწვავე საკითხებს წარმოადგენს.
მოქმედების სფერო
კონკურსით გათვალისწინებული გამოწვევის შესახებ კვლევა უნდა ფოკუსირდეს ერთ ან ორ განზომილებაზე, რომელსაც ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით. კვლევამ შესაძლებელია მოიცვას ისეთი სხვა საკითხები, რომლებიც რელევანტურია ამ კონკრეტული გამოწვევის მოსაგვარებლად.
ა) სუვერენიტეტი და დემოკრატია:
ევროკავშირის ლეგიტიმაციისა და სუვერენიტეტის მართვის სადავის შესახებ ალტერნატიული დისკურსის მზარდი რაოდენობისა და პოპულარობის გათვალისწინებით, კვლევამ უნდა ხელახლა გამოიკვლიოს, რა იგულისხმება სუვერენიტეტში მისი ფართო კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე, უნდა იქნეს შესწავლილი საერთო დემოკრატიული დეფიციტის არგუმენტები, კერძოდ, ევროპაში დემოკრატიული კონტროლისა და მონაწილეობის შესაძლო შემცირება. ეს კი მოითხოვს, inter alia, წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისა და მთავრობების სუვერენული და დემოკრატიული ხელისუფლებების ისტორიულ ჭრილში შედარებით კვლევას, არამხოლოდ (ეკონომიკური და) მონეტარული კავშირის შესაძლო დე-ლეგალიზაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, ისეთი საკითხებისთვის ნათელის მოფენა, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ევროკავშირის მმართველობაში არსებულ სუვერენიტეტთან და ხელისუფლების საბოლოო წყაროსთან: ვის აქვს, შეიძლება და უნდა ჰქონდეს ეს ხელისუფლება და რამდენად ლეგიტიმურად ხორციელდება ხელისუფლება ევროკავშირის დონეზე.
კვლევამ ასევე უნდა მოახდინოს იმ ახალი მოდელების შედარებითი შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო პოლიტიკურ დისკურსსა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში ევროპის ლეგიტიმურობისა და სუვერენიტეტის შესახებ სხვადასხვა არგუმენტების გამოყენებასთან, ტრანსფორმაციასა და სახალხო გაგებასთან. შედარებითი შეფასება გაუკეთესო იმ გარემოებებს, რომლებშიც ეს არგუმენტები გამოხმაურებას ჰპოვებენ ან არ ჰპოვებენ ევროპელ მოქალაქეებში.
კვლევამ ასევე ხელახლა უნდა გადახედოს ევროკავშირის ინტერ-ინსტიტუციონალურ ურთიერთობებს და ყურადღება გაამახვილოს ევროპის პარლამენტის პოზიციაზე საკანონმდებლო პროცესში არსებული პრაქტიკული გამოცდილების სრულყოფილი ანალიზის გზით. კერძოდ, კვლევამ ნორმატიულად უნდა შეაფასოს, ერთი მხრივ, ევროპის პარალმენტისთვის ევროპის სტაბილურობის მექანიზმისა და ფისკალური კომპაკტით გამოწვეული კონსტიტუციური შედეგები და, მეორე მხრივ, ევროპის პარალმენტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გამარჯვებული პარტიის კანდიდატმა უნდა დაიკავოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი 2014 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნების შემდეგ. სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების დარგების გარდა, ამ საკითხებზე კონტრიბუცია სხვა დარგებიდან განსაკუთრებით მისასალმებელი იქნება.
ბ) ლეგიტიმაცია კანონის უზენაესობის გზით, სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებების აღსრულება:
კვლევამ ხელახლა უნდა შეაფასოს კანონის უზენაესობის მნიშვნელობა და მართლმსაჯულების შესახებ დისკურების მნიშვნელობა კრიზისების დროს ევროკავშირის ლეგიტიმურობასთან მიმართებაში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა და წევრი ქვეყნების სასამართლოების იურისპრუდენციას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კონტექსტში. კვლევამ უნდა დაადგინოს უკეთეს კანონებს და გამარტივებას თუ შეიძლება ჰქონდეს და რა მასშტაბით შეიძლება ჰქონდეს გავლენა ევროკავშირის კანონმდებლებისა და ევროპული სააგენტოების მარეგულირებელ აქტივობებზე.
განხილული უნდა იყოს ლისაბონის შეთანხმების შემდეგ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის გაზრდილი მნიშვნელობა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე პასუხისმგებელი ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნომინირების საკითხები. ასევე, საჭიროა გამოკვლეული იქნეს ურთიერთ აღიარების როლი ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. ასევე, უნდა იქნეს შესწავლილი წევრ სახელმწიფოებს შორის სასამართლოების თანამშრომლობის ევოლუცია, ძლიერი და სუსტი მხარეები, ყურადღება უნდა მიექცეს საჭიროა თუ არა, რომ არსებული მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა სააგენტოების (Home affairs agencies) გაძლიერება, და თუ საჭიროა, მაშინ როგორ და რა ახალი ინსტრუმენტები უნდა იქნეს შემოღებული. საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილმა კვლევამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს თუ არსებობს და რამდენად არსებობს თანამედროვე ფისკალური მართველობის შედეგად კანონის უზენაესობის საფრთხის ქვეშ დაყენების რისკები.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 5 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.
მოსალოდნელი შედეგი
საპროექტო წინადადებით მიღებული შედეგები ევროკავშირის დონეზე სუვერენიტეტის წყაროსა და განხორციელების თაობაზე მომავალში გასამართ დებატებისთვის შთაგონებისა და ინფორმაციის წყაროდ იქცეს. კვლევამ ასევე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ევროკავშირის დემოკრატიული მანდატისა და დეფიციტის ირგვლივ მომავალში გასამართ დებატებს. კერძოდ, შეთანხმებების მოქმედების სფეროს მიღმა არსებულ ფისკალური მმართველობის ახალ ინსტრუმენტებს. პროექტით განხორციელებულმა კვლევამ უნდა ასაზრდოოს ევროკავშირის კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით სამომავლო დებატები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო პროცესებს, ვინაიდან სწორედ ეს პროცესები უქმნიან სირთულეებს კონსტიტუციურ მოწყობას. კვლევა გააღრმავებს, ზოგადად, კანონის უზენაესობის მნიშვნელობის შესახებ გაგებას და დასაბუთებულად წარმართულ დისკურსებს ეროვნულ და სუპრა-ნაციონალურ დონეზე; ინფორმირებას მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეუძლია კანონის უზენაესობის შესახებ ცოდნას და დასაბუთებულ დისკურსებს წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ლეგიტიმაციის ხელშეწყობაში და შექმნას ევროპისათვის ახალი ნარატივი.
კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანა იწყება 2016 წლის 4 ოქტომბერს;
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 2 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C
ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.