ახალგაზრდა თაობის კულტურული წიგნიერება ევროპაში

ახალგაზრდა თაობის კულტურული წიგნიერება ევროპაში

ინგლისურენოვანი ვერსია
კონკრეტული გამოწვევა:
კულტურული მრავალფეროვნება ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა; ევროპის განათლებისა და კულტურის სისტემებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ევროპის მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაბამისი უნარები და კომპეტენცია ეფექტური ინტერ-კულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგებისთვის. როგორ აღიქვამს ახალგაზრდა თაობა ევროპას და მის განსხვავებულ კულტურას – ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ახალგზარდა თაობაზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები: ფორმალური განათლება, ოჯახი, კულტურული გარემო. კონკურის მიზანია, გამოიკვლიოს კულტურული წიგნიერება, როგორც არა- ნორმატიული ცნება, რომელიც მოიცავს კულტურასთან დაკავშირებულ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციას. ასევე გამოიკვლიოს, როგორ იძენენ ახალგაზრდები კულტურულ წიგნიერებას.

საპროექტო წინადადების მოქმედების სფერო:
კვლევა უნდა ეხებოდეს ზემოაღნიშნული საკვლევი თემის რამდენიმე ასპექტს და ეს ასპექტები გამოკვლეული უნდა იყოს ჯეროვნად. თუმცა, კვლევამ შესაძლოა მოიცვას თემატიკასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური საკითხებიც.

1) კულტურის წიგნიერების მხარდაჭერა ფორმალური განათლების გზით
პროექტმა უნდა გამოიკვლიოს კულტურული წიგნიერების ცნებები შედარებითი ანალიზის ჩატარების გზით, კერძოდ, უნდა განხორციელდეს სხვადასხვა წარმოშობის ევროპელი ახალგაზრდების წარმავალობისა და ისტორიის ასევე, მათი ინტერ-კულტურული კომპეტენციების შედარებითი ანალიზი. კვლევაში ყურადღება უნდა დაეთმოს ფორმალური განათლების როლს (ცოდნა, უნარები, კომპეტენციები) , რომელიც საჭიროა ეფექტური ინტერ-კულტურული დიალოგის წარმოებისთვის; ასევე, იმისთვის, რომ ახალგაზრდები გახდენ ევროპული მემკვიდრეობისა და კულტურის ინფორმირებული ,,მომხმარებლები“ და შემქმნელები. პროექტმა უნდა გამოიკვლიოს არის თუ არა ახალგაზრდა თაობისთვის რელევანტური ცნების: ,,ევროპული კულტურა“, როგორც ზოგადი კულტურული და კონცეპტუალური მოდელის გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ადრეულ, დაწყებით და სასკოლო განათლებას, რადგან განათლების ყველა ამ საფეხურს აქვს გადამწყვეტი როლი პირის სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. პროექტმა ასევე უნდა გამოიკვლიოს, ფორმალურ განათლებაში თუ რა გავლენას ახდენს კულტურული წიგნიერება ახალგაზრდების ქცევებსა და დამოკიდებულებებზე.

2) კულტურულ წიგნიერის განვითარებაში არაფორმალური და ინფორმალური განათლების როლი
სხვადასხვა წარმოშობის ევროპელი ახალგაზრდების წარმავალობისა და ისტორიის და მათი ინტერ-კულტურული კომპეტენციების კომპარატიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით, პროექტმა უნდა გამოიკვლიოს ინფორმალური (ამ ცნების ფართო გაგებით: ოჯახი, გენდერი, წარმოშობა, თანატოლები, სოციალური ჯგუფები) განათლების როლი და გავლენა კულტურული წიგნიერების განვითარებაში. ასევე, გამოკვლეული უნდა იქნას ინტერნეტის, სოციალური და ციფრული მედიის როლი კულტურული ცოდნისა და უნარების განვითარების კუთხით და თუ როგორ ხდება მედიის მიერ კულტურული მრავალფეროვნების, პოპ-კულტურის, ეთნიკური ჯგუფების, უმცირესობების, დისკრიმინაციის და სეგრეგაციის საკითხების გაშუქება. კვლევამ ასევე უნდა ასახოს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რომელიც შესაძლოა გამოდგეს გზამკვლევად თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმალური განათლების მეშვეობით კულტურული წიგნიერების გაძლიერება ახალგაზრდათა შორის.

კომისია მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად საპროექტო განაცხადების ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს 5 მილიონ ევროს. თუმცა, შესაძლოა პროექტების წარდგენა ამ განსაზღვრული თანხის განსახვავებული ბიუჯეტითაც.

მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის კულტურული წიგნიერების განვითარებას, რაც საბოლოოდ პოზიტიურ წვლილს შეიტანს მრავალფეროვნების ფასეულობის დადებითად აღქმაში.

პროექტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გამოყენების საქმეში. კვლევაში ჩართული იქნებიან პოლიტიკის განმსაზღვრელები, განათლების სპეციალისტები და სხვა დაინტერესებულ პირები, პროექტში ასევე ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა სასწავლო მასალები. კვლევა ასევე გამოიყენებს ინოვაციური პრაქტიკის მაგალითებს რეალურ ცხოვრებაში ინტერ-კულტურული კომპეტენციების გაძლიერების მიმართულებით, მოცული იქნება სტერეოტიპებთან ბრძოლის თემაც.

კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.
საპროექტო წინადადებების შეტანის დაიწყება 2016 წლის 4 ოქტომბერს;
საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 2 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.