ევროპის თანამედროვე ისტორია სახელოვნებო და შემოქმედებით პრაქტიკაში

ევროპის თანამედროვე ისტორია სახელოვნებო და შემოქმედებით პრაქტიკაში
ინგლისურენოვანი ვერსია

კონკრეტული გამოწვევა:
კვლევების მიხედვით, კულტურა ყველაზე დიდი ზრუნვის საგანი და დაფასებული ევროპული ღირებულებაა ევროპელი მოქალაქეებისათვის. ევროპა ასოცირდება არაერთ საკულტო სახელოვნებო და სალიტერატურო ნამუშევართან, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან. ძველბერძნული მითოლოგიიდან ტოლსტოის ქმნილებამდე „ომი და მშვიდობა“ ნაპოლეონის დროინდელი ევროპის აღსაწერად, და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიამდე, როგორც შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუში ანდაც საკულტო ევროპული ფილმებამდე. სახელოვნებო თუ ლიტერატურული ნამუშევრების ჩამონათვალი, რომლებიც მრავალი ევროპელის და არა-ევროპელების თვალში ევროპას წარმოადგენს, დაუსრულებელია. ევროპის სახელოვნებო და ლიტერატურული ნაწარმოებების რეპერტუართან დაკავშირებით ოფიციალური კონსენსუსის გარეშეც, ისინი წარმოადგენენ ევროპული კულტურული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ხერხემალს, როგორც მრავალი ევროპელისთვის, ისე ევროპაში მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დასათვალიერებლად  ჩამოსული არა-მნახველებისთვის. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის შექმნა დროში განფენილი, დაუსრულებელი პროცესია. დღევანდელი კულტურა გარდაქმნის პროცესში მყოფი ხვალინდელი კულტურული მემკვიდრეობაა. ამ პერსპექტივაში, გამოცხადებული თემის კონკრეტული გამოწვევაა – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დახმარებით – კრიტიკულად გამოიკვლიოს  თანამედროვე სახელოვნებო და შემოქმედებითი გამომხატველობის გზით შექმნილი ევროპის სახე-სურათები სოციალური, კულტურული და ისტორიული ცვლილებების კონტექსტის გათვალისწინებით.

კონკურსის მოქმედების სფერო:
აღნიშნული საკონკურსო თემის ქვეშ განსახორციელებელმა კვლევამ შეისწავლის სხვადასხვა თანამედროვე სახელოვნებო და შემოქმედებით საქმიანობა ლიტერატურის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის დარგში, მათი, როგორც ევროპული იდენტობისა და ევროპეიზაციის ნიმუშების აღმოჩენისა და შეფასების მიზნით. კვლევას უნდა განხორციელდეს შედარებითი მიდგომით და გეოგრაფიულად მთელს ევროპას უნდა ფარავდეს. კვლევამ ცხადად და მკაფიოდ უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან ევროპის და ევროკავშირის დადებით და უარყოფით შუქში გამოსახვა, და გამოიკვლიოს  ამგვარი ხასიათის ნაშრომების შექმნის მიზეზები. ევროპული სახელოვნებო, ლიტერატურული და შემოქმედებითი ქმნილებების დეფინიცია და შერჩევა უნდა მოხდეს სხვადასხვა ევროპულ რეგიონში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წლიდან შეუერთდნენ ევროკავშირს და სამეზობლო ქვეყნებში. კვლევამ მხედველობაში უნდა მიიღოს კურაციის, ენის, თარგმანის, დიგიტალიზაციის როლი, ამგვარ გამოხატულებებთან წვდომის თვალსაზრისით. ამასთან, კვლევა უნდა გაითვალისწინოს ის პერსპექტივები, რაც ევროპულ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე შეიძლება ამას ჰქონდეს. ასევე, გაითვალისწინოს ის შესაძლებლობები, რომლის მეშვეობითაც კვლევის შედეგები შეიძლება მიემართოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ევროპაში ინოვაციური სასწავლო მასალების მეშვეობით, რომლებიც ადაპტირებულნი იქნებიან თანამედროვე მედიასა და ხელოვნების მოხმარების მოდელებზე.  კულტურული და/ან საგანმანათლებლო დაწესებულებების საკონტაქტო კავშირების ადრეულ ეტაპზე შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს საკონკურსო თემის კვლევის შედეგების ეფექტურ გამოყენებას.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 2.5 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.

მოსალოდნელი შედეგი
კვლევამ შედეგად უნდა მოიტანოს კულტურული ევროპეიზაციის შესახებ უკეთესი ცოდნა. ასევე ამ კუთხით ფორმალურ და ინფორმალურ განათლებაში ახალი, ინოვაციური მექანიზმებისა და მასალების შექმნა. კვლევის შედეგები და მათი დისემინაცია ხელს შეუწყობს ევროპის შესახებ ისეთ კულტურული ნარატივების განახლებას, რომელსაც შეეძლება მსჯელობა სხვადასხვა ენის, კულტურის, რელიგიის და არა-ევროპული წარმომავლობის მქონე ევროპელებთან.

კვლევა ხელს შეუწყობს ევროპელებს შორის კულტურული ურთიერთგაგების  გაძლიერებას. კვლევის შედეგებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები ადაპტირებული იქნება ევროპაში თანამედროვე ხელოვნებისა და ლიტერატურის მოხმარების მოდელებზე.

კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.

კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.

საპროექტო წინადადებების შეტანა იწყება 2016 წლის 4 ოქტომბერს;

საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 2 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია:ნაწილი A,  ნაწილი B და ნაწილი C
ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.