გამოქვეყნდა ჰორიზონტი 2020-ის 2017 წლის სამუშაო პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებულ ქვეყნებში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაზე.
2017 წლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 50 კონკურსს 8.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა მოხმარდება შემდეგ დარგებისთვის მომზადებულ პროექტებს: სურსათის უსაფრთხოება, ჭკვიანი ქალაქები, მიგრაციის კვლევები, ა.შ.
ყველა კონკურსში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დაფინანსების მენიუს დაემატა ორი საკითხი: ღია მეცნიერება და მიგრაცია.
დაწვრილებით 2017 წლის სამუშაო პროგრამის პრიორიტეტების შესახებ გადადით ინგლისურენოვან ბმულზე.