KU Leuven-ის უნივერსიტეტი სთავაზობს საკონკურსო აპლიკაციის მომზადების პროცესში მხარდაჭერას პოსტდოქტორანტ მკვლევრებს, რომლებსაც სურთ მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობა და ამ მიზნით ეძებენ მასპინძელ დაწესებულებას.
KU Leuven-ის უნივერსიტეტი მეცნიერების ნებისმიერ დარგში მოღვაწე პერსპექტიულ აპლიკანტებს სთავაზობს შემდეგი სახის მხარდაჭერას:
- კონკურსში მონაწილეობის უფლებაზე შემოწმება და აკადემიური ხელმძღვანელის პოვნა;
- აკადემიური ხელმძღვანელებისთვის საინფორმაციო სესია;
- სამგზავრო ხარჯების ანაზღაურების აპლიკაცია;
- მასტერ-კლასი;
- საპროექტო წინადადების წერა;
- საპროექტო წინადადების პროექტთან დაკავშირებით უკუკავშირი;
- უკუკავშირი საპროექტო წინადადების A ნაწილზე.
მხარდაჭერის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ბმულზე More About KU Leuven Support
შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ 2018 წლის 19-20 ივნის KU Leuven-ის უნივერსიტეტის ბაზაზე დაგეგმილ მასტერ-კლასს.
მასტერკლასის ფარგლებში კანდიდატები გაეცნობიან უნივერსიტეტს, მომავალ სამეცნიერო ხელმძღვანელს და კვლევით ჯგუფს. ამას გარდა, მასტერ კლასის მონაწილეებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული საპროექტო წინადადების წერის ტრენინგი.
მასტერ კლასი უფასოა და შერჩეულ კანდიდატების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს KU Leuven-ის უნივერსიტეტი.
ინგლისური ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე – KU Leuven
მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდიის კონკურსის ბმული MSCIF
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ჰორიზონტი 2020 პროგრამაში მონაწილეობის ხელშემწყობი კონკურსის ბმული Horizon2020 Preparatory Grant