ვენეციის Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტი მზადაა უმასპინძლოს მარი სკლოდოვსკა-კიურის 2018 წლის კონკურსის სტიპენდიანტებს

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევით სტიპენდიის კონკურსთან დაკავშირებით ვენეციის Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტი აცხადებს მზაობას, უმასპინძლოს პოსტდოქტორანტ მკვლევრებს, რომლებიც გეგმავენ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას და მუშაობენ შემდეგ კვლევით თემებზე:

  •  ელინისტურ-რომაული ფილოსოფია;
  •  სოციოლოგია;
  • კომპიუტერული ხედვა და მანქანათმცოდნეობა.

Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტების მასპინძლობის თვალსაზრისით.

უნივერსიტეტში მოღვაწე მარი სკლოდოვსკა კიურის სტიპენდიანტთა სიის სანახავად გადადით List of MSC Individual Fellows

Ca’ Foscari უნივერსიტეტი გამარჯვებულ კანდიდატებს,  უზრუნველყოფს კვლევითი პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო კვლევითი გარემოსა და პირობების შექმნით.

ამასთან, Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტი მარი სკლოდოვსკა-კიურის გამარჯვებულ სტიპენდიანტებს, საპროექტო წინადადებით გათვალისწინებულ ვადის  გასვლის შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობისთვის დამატებით 1 წელს დაუფინანსებს, Marie Curie+1 დაფინანსების სქემის ფარგლებში.  

დაინტერესებულმა აპლიკანტმა  ელ-მისამართზე: mariecurie@unive.it  უნდა გააგზავნოს ერთგვერდიანი საპროექტო წინადადება.

ერთგვერდიანი საპროექტო წინადადების ჩასატვირთად დააჭირეთ აქ – One Page Proposal

უნივერსიტეტის შემოთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ  ინგლისურენოვან გვერდს: Ca’ Foscari University

შეგახსენებთ, რომ მარი სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური კვლევითი სასტიპენდიო კონკურსის წესების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ გამოცდილ მკვლევრებს ესაჭიროებათ მასპინძელი აკადემიური დაწესებულების მოძებნა, მასთან ერთად საპროექტო განაცხადის მომზადება და ევროკომისიაში გაგზავნა.