COST Actions-ების საინფორმაციო დღე

2018 წლის 4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions”-ების საინფორმაციო დღე“ .

 

საინფორმაციო დღეზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ:

COST ასოციაციის პრეზიდენტი დოქტორი სიერდ კლოტინგი „COST ასოციაციის პერსპექტივები: სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით“;

COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ქ-ნი ინგა დადეშიძე „პრაქტიკული რჩევები COST აქციებში მონაწილეობის სარგებელი და პრაქტიკული რჩევები“.

ღონისძიების პროგრამა

საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობის შესახებ, COST აქციებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

 

როგორც იცით, COST  აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე  მკვლევართა და ინჟინერთა:

  • სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგ სკოლებში მონაწილეობას;
  • მოკლევადიან სამეცნიერო ვიზიტებს COST-ის რომელიმე ქვეყნის კვლევით დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში;
  • დისემინაციის აქტივობებს და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას;
  • ასევე, გასცემს საკონფერენციო გრანტებს, რომელიც დოქტორანტურის სტუდენტებსა და დამწყებ მკვლევარებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონფერენციებს.

 

COST Actions არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.

 

შეგახსენებთ, რომ COST-ი   მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც  ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებას  COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით და სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

საინფორმაციო დღის ჩატარების დრო და ადგილი:

2018 წლის 4 მაისი, 16:00;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, საკონფერენციო დარბაზი.

დიმიტრი უზნაძის 52;

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 2 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com

 

რეგისტრაციისას მიუთითეთ: სახელი, გვარი, თანამდებობა, ინსტიტუცია, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.