საინფორმაციო დღე – NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის შესახებ

მიმდინარე წლის 13 მარტს 16:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: სანაპიროს ქუჩა N4, სართული 5) გაიმართება საინფორმაციო დღე ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის თაობაზე.

ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამას ამოქმედდა 1958 წელს. თავდაპირველად, პროგრამის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ნატო-ს წევრ ქვეყნებში მეცნიერების გადამზადების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ერგებოდა სხვადასხვა დროის მოთხოვნებს და შესაბამისად იქცა ალიანსის ერთგვარ ბრენდად. ხოლო დღეს პროგრამის მისია მიმართულია უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

პროგრამა უზრუნველყოფს პრაქტიკულ, შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას მეცნიერების, ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. ხელს უწყობს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო კვლევებზე, ინოვაციებზე და ცოდნის გაზიარებაზე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის. გამიზნულია ნატოს წევრ და პარტნიორ  ქვეყნების შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამეცნიერო კვლევა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ცოდნის გაზიარება. პროგრამის ფარგლებში ხდება როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა.

პროგრამა ახორციელებს თანამშრომლობას ქვემოთ ჩამოთვლილი 3 საგრანტო მექანიზმის ფარგლებში, ესენია:

  • მრავალწლიანია კვლევითი პროექტები (Multi-Year Research Projects);
  • კვლევითი სემინარები (Advanced ResearchWorkshops);
  • სასწავლო კურსები (Advanced TrainingCourses);

მიმდინარე წელს საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დაადასტუროთ მონაწილეობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Horizon2020Georgia@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს – ნინო წერეთელს (ტელ.: 591 71 00 12; ელ-ფოსტა: n.tsereteli1@msy.gov.ge).

საინფორმაციო დღის დღის წესრიგი.