2016 წლის 29 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს “ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”. ვრცლად
დაინტერესებული ვარ მომავალში, ჰორიზონტი 2020-ის პროექტებში მონაწილეობის მიღებით. რა შეგიძლიათ მირჩიოთ, რათა მუდმივად საქმის კურსში ვიყო ჰორიზონტი 2020-ში მიმდინარე პროცესების შესახებ?
გირჩევთ, რომ:
• რეგულარულად გაეცნოთ ევროკავშირის პუბლიკაციები (White Papers, კომუინიკაციები, ა.შ.)
• გაეცნოთ/იხელმძღვანელოთ ევროკავშირის მიმდინარე და დასრულებული პროექტებით და მათი შედეგებით;
• გახდეთ ჰორიზონტი 2020-ის საპროექტო წინადადებების შემფასებელი ექსპერტი;
• გაეცნოთ დამტკიცებულ სამუშაო პროგრამებს ან სამუშაო პროგრამების პროექტებს;
• სოციალურ მედიაში გაეკიდეთ ევროკავშირის პოლიტიკის განმახორციელებელ პირებს (facebook, Google+, Twitter, LinkedIn groups, ქართულენოვან ფეისბუქ გვერდი: Horizon2020 Georgia ა.შ.)
• რეგულარულად გაეცანით შესაბამის ვებგვერდებს (horizon2020, euractiv, www.horizon2020.ge ა.შ)
ასევე, დაესწარით ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ გამართულ ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეებს, რომელიც ეხება მომავალ კონკურსებს და თემატურ საკითხებს.
რა ადმინისტრაციული ეტაპები არსებობს ჰორიზონტი 2020-ის პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის ?
მთავარი ეტაპებია:
• შესაბამისი საპროექტო წინადადებ(ებ)ის იდენტიფიცირება და პროექტის პარტნიორებთან ერთად კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადების მომზადება;
• საპროექტო წინადადების გაგზავნა ევროკომისიაში, მონაწილეთა პორტალის მეშვეობით;
• ევროკომისიაში თქვენს მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებას შეაფასებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ევროკომისიას, რომელი საპროექტო წინადადებამ მიიღოს დაფინანსება და რომელმა არა. შეფასების პროცესში უმთავრეს კრიტერიუმებს წარმოადგენს: (1) გამორჩეულობა; (2) ზეგავლენა; (3) საპროექტო წინადადების განხორციელების ხარისხი და ეფექტიანობა;
• თუ თქვენი საპროექტო წინადადება მოწონებული იქნა დაფინანსებისთვის, მაშინ თქვენ (თქვენი პროექტის კოორდინატორი) ხელს აწერთ პროექტზე კონტრაქტს ევროკომისიასთან;
• ევროკომისიასთან სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე თანამშრომლობს პროექტის კოორდინატორი;
• პროექტის განხორციელების განმავლობაში, ევროკომისია განახორციელებს თქვენი პროექტის მონიტორინგს. თქვენ მოგეთხოვებათ პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, ასევე პროექტით გათვალისწინებული ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენა ევროკომისიაში.
რა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგო ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში ჩემი საპროექტო წინადადება მიიღებს დაფინანსებას თუ არა?
ევროკომისიის მიზნების გათვალისწინებით, კონკურსის დასრულებიდან არა უმეტეს 8 თვეში უნდა მოხდეს საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა.
- კონკურსის დასრულებიდან 5 თვე სჭირდება, რომ პროექტის მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია მათი საპროექტო განაცხადის სამეცნიერო შეფასების შესახებ.
- 3 თვე სჭირდება საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერას/გრანტის მიღებაზე გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინებას.
ევროპული კვლევების საბჭოს გრანტების შემთხვევაში და/ან დასაბუთებული გამონაკლისების შემთხვევაში, მთელი ეს პროცედურა, შესაძლოა, 8 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.