ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი

ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI) მსოფლიოში უმსხვილესი საჯარო-კერძო პარტნიორობაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, რომელიც კონკურსის წესით, აფინანსებს ჯანდაცვის სფეროში კვლევებსა და ინოვაციებს. ინოვაციური მედიცინის ინიციატივა (IMI) არის ევროკავშირისა (წარმოდგენილი ევროკომისიის სახით) და ევროპის ფარმაცევტულ ინდუსტრიას (წარმოდგენილი EFPIA, ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ევროპული ფედერაციის სახით) შორის თანამშრომლობა. IMI2 პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3,3 მილიარდ ევროს 2014-2020 წწ პერიოდში. ვრცლად

კონკურსი მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით: „კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის აქტივობა“

ჰორიზონტი 2020 პროგრამის მარი სკლოდოვსკა-კიურის ქვეპროგრამის მიმართულებით, გამოცხადდა კონკურსი კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის აქტივობის შესახებ.

კონკურსის მიზანი:
კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის სქემის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო და ინტერ-სექტორული თანამშრომლობას კვლევითი და ინოვაციების პერსონალს გაცვლის გზით და კვლევიდან ბაზრამდე ( და პირიქით) არსებული ცოდნისა და იდეების გაზიარების მეშვეობით. ვრცლად

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი (AI) წარმოადგენს ინტერნეტისა და  ყველა სახის, მომავლის ციფრული მოწყობილობებისა და აპლიკაციების განვითარებისათვის აუცილებელ საკვანძო ტექნოლოგიას. დიდი რაოდენობის მონაცემების, ასევე მაღალი შესრულების მაჩვენებლის მქონე გამოთვლითი სისტემებისა და ქსელების საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფონზე, ხელოვნური ინტელექტი დამატებით ავტონომიურობას მატებს ყველა ტიპის ფიზიკურ და ვირტუალურ საგნებს და კარს უხსნის ინოვაციებისა და შესაძლებლობების ახალ ტალღას. ვრცლად

ევროპის მკვლევართა ღამე 2018-2019

ევროპის მკვლევართა ღამის მიზანია ევროპელი მკვლევრებისა და ფართო საზოგადოების ერთად შეკრება, კვლევისა და ინოვაციების აქტივობებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით. ვრცლად