2015 წლის 5 აგვისტოს, ოთხშაბათს, 10 საათზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020”-ის„საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე“. ვრცლად
ანონსი: საინფორმაციო დღე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებებში
ევროკომისიის თანხმობით 2015 წლის 10-11 სექტემბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე ვრცლად
გაიხსნა რეგისტრაცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების – ICT 2015 -ზე!
დაიწყო რეგისტრაცია ICT 2015 -ზე. გაიარე რეგისტრაცია დღეს და შეუერთდი ICT- ის ენთუზიასტებს კვლევითი, აკადემიური, პოლიტიკური, მრეწველობის, სტარტაფებისა და ინვესტორების წრეებიდან. ვრცლად
შეუძლიათ თუ არა-ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება?
SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოს (SME) ან საშუალო და მცირე საწარმოებისგან (SMEs) შემდგარ კონსორციუმს.
თუმცა, სხვა ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს (SMEs) შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ქვე-კონტრაქტორის სტატუსით.