დაფინანსების მოსაპოვებლად, ვის შეუძლია ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში განაცხადის შეტანა?

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ფინანსების გამცემი პროგრამა. კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერი სახის ორგანიზაციას აქვს უფლება მიმართოს აღნიშნულ პროგრამას დაფინანსების მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია განახორციელებს კვლევას ან შეიმუშავებს ინოვაციურ პროდუქტს ან/და მომსახურებას. შედარებით მცირე მასშტაბით, ჰორიზონტი 2020 ასევე აფინანსებს საკოორდინაციო და მხარდაჭერის ტიპის აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ, როგორებიცა ინფორმაციის გავრცელება და მკვლევარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა.

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები

კონკურსში საბუთების მიღება იწყება – 2016 წლის 12 აპრილს;
საბუთების შეტანის ბოლო ვადა – 2016 წლის 14 სექტემბერი,
17:00:00 ბრიუსელის დროით ვრცლად

ანონსი: საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში არსებული დაფინანსების შესახებ

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია – დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC)ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით(ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

ვრცლად

ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში ევროკავშირი-ჩინეთს შორის კვლევებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობა თანადაფინანსების მექანიზმის მეშვეობით

2015 წლის ზაფხულში, ევროკავშირი-ჩინეთის ინოვაციების საკითხებში თანამშრომლობის მე-2 დიალოგის და შემდგომ ევროკავშირის-ჩინეთის სამიტის ფარგლებში მიღწეული პოლიტიკური შეთახმების შედეგად, შეიქმნა ევროკავშირი-ჩინეთის კვლევისა და ინოვაციების თანადაფინანსების ინსტრუმენტი. ვრცლად