ჰორიზონტი 2020 პროგრამის საინფორმაციო დღე: უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია

ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღეების ფარგლებში,  2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით. ვრცლად

ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღე ენერგეტიკის მიმართულებით

2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება პროგრამა “ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე ენერგეტიკის მიმართულებით. ღონისძიების მიზანია ინფორმაციის მიწოდება პროგრამის  და უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგეტიკის მიმართულებით მიმდინარე კონკურსების შესახებ. ვრცლად

ჰორიზონტი 2020 საპროექტო წინადადების მომზადებაში ჩართული კოორდინატორების დღე

2017 წლის 01 მარტს ევროკომისია აწყობს „კოორდინატორთა დღეს “წარმატებული საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის. აღნიშნული დღის მიზანია განმარტოს დეტალები საგრანტო შეთანხმებების მომზადებასა და ხელმოწერასთან  დაკავშირებით. ვრცლად

თბილისში მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2017 წლის 17 იანვარს ქ. თბილისში სასტუმრო „Holiday Inn“-ში, ევროკომისიის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა –  ჰორიზონტი 2020 ერთერთ მიმართულებას „მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებს – MSCA from association to participation“.   ვრცლად